ნინო ჭიპაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნინო ჭიპაშვილი (დ. 22 ივნისი, 1957, ბორჯომი) — ქართველი სტომატოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სტომატოლოგიური ფირმა „უნდენტის“ ექიმი, რეზიდენტურის კლინიკური ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი.

1982-1983 წლებში იყო რესპუბლიკური სტომატოლოგიური პოლიკლინიკის ექიმი-ინტერნი. 1984-1987 წლებში ახალციხის რაიონული პოლიკლინიკის ექიმი-სტომატოლოგი. 1987-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის კლინიკური ორდინატორი. 1989-1995 წლებში ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1996 წლიდან აღნიშნული კათედრის ასისტენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პაროდონტიტით თანდართული ქრონიკული შიზოფრენიით დაავადებულთა პერიფერიული სისხლის ფორმიანი ელემენტების სტრუქტურული ცვლილებები“, დაიცვა 1993 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართული სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 351

რესურესბი ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]