ნარინიოს დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
ნარინიოს დეპარტამენტი
Departamento del Nariño
დროშა გერბი

ქვეყანა კოლუმბიის დროშა კოლუმბია
ადმ. ცენტრი პასტო
კოორდინატები 1°36′00″ ჩ. გ. 77°52′00″ დ. გ. / 1.60000° ჩ. გ. 77.86667° დ. გ. / 1.60000; -77.86667
დაარსდა 1904
ფართობი 33 268 კმ²
მოსახლეობა 1 701 840[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 51 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი gobernar.gov.co

ნარინიო (ესპ. Departamento del Nariño) — კოლუმბიის ერთ-ერთი დეპარტამენტი. სახელი ეწოდა ანტონიო ნარინიოს პატივსაცემად. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ესაზღვრება ეკვადორსა და წყნარ ოკეანეს. დედაქალაქია სან-ხუან-დე-პასტო.

მრავალფერია ნარინიოს გეოგრაფია და კლიმატი, რომელიც სიმაღლის ცვლასთან ერთად იცვლება: ცხელია წყნარიოკეანისპირა ვაკეები და ცივია მთები.

დეპარტამენტის თანამედროვე ტერიტორია ინდიელთა სხვადასხვა ტომებით დასახლებული იყო კოლუმბამდელ ხანაში. ზოგიერთი ჯგუფი ინკების იმპერიას მიეკუთვნებოდა. პირველი ესპანელი დამპყრობლები წყნარი ოკეანის მხრიდან გამოჩნდნენ 1522 წელს.

დეპარტამენტი შედგება 64 მუნიციპალიტეტისგან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. DANE. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2009. ციტირების თარიღი: February 13, 2013.