შინაარსზე გადასვლა

მურლე (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონგლის შტატში (წითელი) მურლეს და ნუერების ტერიტორია.

მურლეეთიოპიასა და სამხრეთ სუდანის ჯონგლის შტატში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი. ისინი მისდევენ ტრადიციული აფრიკული რელიგიების და ქრისტიანობის შერეულ აღმსარებლობას. დაახლოებით 130 000 წარმომადგენლით მურლე სამხრეთ სუდანის სიდიდით XI ეთნიკური ჯგუფია. წარმოქმნილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტა ხდება მოხუცების და გრძნეულების დახმარებით. მურლეს ენა სურმიკული ენების ოჯახიდანაა.

მურლეს (დინკასა და ნუერის მსგავსად) წარმომადგენელს დაქორწინება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ რაც ის ქალის მამას გადაუხდის რამდენიმე დუჟინ ძროხას. ამის გამო ხშირად ხდება მეზობელი ტომებისგან საქონლის მოპარვა. სუდანსა და ეთიოპიაში მიმდინარე სამოქალაქო ომებისგან თავდასაცავად მურლეს ხალხს აქვს საკუთარი შეიარაღებული დაჯგუფება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Arensen, Jonathan E. 1998. Murle categorization. In Gerrit Dimmendaal and Marco Last (eds.), Surmic languages and cultures, 181-218. Nilo-Saharan, 13. Cologne: R. Köppe.
  • Lewis, B.A. 1972. The Murle: Red Chiefs and Black Commoners. Oxford University at the Clarendon Press.
  • Payne, Thomas. 2006. Explaining Language Structures. Cambridge: Cambridge University Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
Murle · Community Profile: Murle people · Murle community of South Sudan · The History of Murle Migrations · Murle · Murle in South Sudan · Murle in South Sudan