მარნის მღვიმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარნის მღვიმე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 370 მ
სიგრძე 50 მ
სიღრმე 4 მ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები კირქვა

მარნის მღვიმეკარსტული მღვიმე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში,გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე პატარა მაჭარის აუზში, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია პალეოცენურ კირქვებში. მღვიმეს საწყისი მონაკვეთიდანვე გვირაბის ფორმა აქვს. სიმაღლე — 4 მ, სიგანე — 8 მ. მღვიმის კედლები გლუვია, გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. მღვიმის სიგრძეა 50 მ. გვხვდება ნგრევის ადგილობრივი მასალა, აგრეთვე თიხის ნაფენები. ჰავა დინამიურია. მშრალი, ადგილი აქვს კონდენსაციური ტენის გამოყოფას. ადვილი შესაღწევია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყიფიანი შ., ტინტილოზოვი ზ., ოქროჯანაშვილი არს., ჯიშკარიანი ვ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966.