მანანა აბაზაძე
მანანა აბაზაძე | |
---|---|
დაბადების სახელი | მანანა აბაზაძე |
დაბადების თარიღი |
23 აგვისტო, 1947 კალინინგრადი, რუსეთის სფსრ |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მოცეკვავე, მსახიობი |
მეუღლე(ები) | სერგო ორჯონიკიძე |
მანანა ლევანის ასული აბაზაძე (დ. 23 ივლისი, 1947, კალინინგრადი) — ქართველი კინომსახიობი, მოცეკვავე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1981), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1985).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1971 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის ფრანგული ენის განყოფილება. 1964–1987 ცეკვავდა საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, იყო ანსამბლის სოლისტი. 1985 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ფილმში „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი თენგიზ აბულაძე, 1962, მერი). მონაწილეობს ფილმებში: „მაცი ხვიტია“ (რეჟისორი გიორგი შენგელაია, 1966, ეკა), „უსახელო უფლისციხელი“ (რეჟისორი კარლო ღლონტი, 1968).
2017 წლის 25 დეკემბერს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მანანა აბაზაძის ვარსკვლავი[1].
დაქორწინებულია ექიმზე და მსახიობზე სერგო ორჯონიკიძეზე, ჰყავთ ორი ქალიშვილი.
ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1962: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (მერი) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1966: „მაცი ხვიტია“ (ეკა) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1968: „უსახელო უფლისციხელი“ რეჟ. კარლო ღლონტი
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ა. თათარაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- კერესელიძე მარინა, „ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონი“, თბ., 2010