მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მამისონის უღელტეხილი (რუს. Мамисонский перевал) — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ჩრდილოეთი ოსეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების არდონისა (თერგის მარცხენა შენაკადი) და ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2819 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. კალთებზე სუბალპური და ალპური მდელოებია. მამისონის უღელტეხილზე გადის ოსეთის სამხედრო გზა.
|
---|
| მწვერვალები | |
---|
| უღელტეხილები | |
---|
| მდინარეები | |
---|
|