მაკა საგაიპოვა
მაკა უმარის ასული საგაიპოვა უმარის-ასული (ჩეჩნ. Макка Сагаипова, ხალხში ცნობილი მაკა ჩეჩენკა; დ. 14 თებერვალი, 1987, გროზნო) — ჩეჩენი მომღერალი და მოცეკვავე. მაკა ჩეჩნეთის ესტრადაზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და პოპულარული მომღერალია. მას ორი სოლო-ალბომი აქვს უკვე გამოშვებული. გარდა ზემოხსენებულისა, ანსამბლ „ლოვზარში“ მოღვაწეობს.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა საიტზე ვრცელდება ბუნდოვანი ვიდეორგოლი მინაწერით „როგორ კლავენ ჩეჩნები მაკას“. რგოლის შინაარსის ნამდვილობასა და მაკას დღევანდელი ბედ-იღბლის შესახებ აღარაფერია ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით, მაკა საგაიპოვა მოსკოვში ცხოვრობს.
ბოლო დროს პრესაში გაჩენილი ჭორები მაკას სიკვდილის თაობაზე უარყოფილ იქნა ინტერვიუთი, რომელიც ჩეჩნეთის სილამაზის დედოფალმა რუსულ MTV–ს მისცა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მაკა საგაიპოვას სიმღერები
- ვიდეო დაარქივებული 2008-02-28 საიტზე Wayback Machine.
- მაკა საგაიპოვა დაარქივებული 2011-01-30 საიტზე Wayback Machine.