ლინგის არქიპელაგი
ლინგის არქიპელაგი — კუნძულთა ჯგუფი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, კუნძულ სუმატრასა და მალაკის ნახევარკუნძულს შორის. ეკუთვნის ინდონეზიას. საერთო ფართობი 2 178 კმ კვ-ია. დიდი კუნძულებია სინკეპი (828 კმ) და ლინგა (826 კმ). მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1 163 მ-მდე. შემოსილია ეკვატორული ტყით. კუნძულ სინკეპზე არის კალის საბადო. მისდევენ თევზჭერას, ექსპორტზე გააქვთ ჩაი, კოპრი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Singkep Community Website დაარქივებული 2021-01-20 საიტზე Wayback Machine.
- Descriptions of all the major Riau Islands დაარქივებული 2012-06-01 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 243.