კუსებურასებრნი (ლათ.Pentatomidae) — მწერების ოჯახი ნახევრადხეშეშფრთიანების რიგისა. აქვს მრავალგვარი ფორმის 3-41 მმ სიგრძის სხეული, 5-, იშვიათად 6-ნაწევრიანი ულვაში, რომელიც თავის ქვედა მხარეზეა მიმაგრებული. მწერების საკმაოდ დიდი ოჯახია და მოიცავს 900-მდე გვარის 4700-ზე მეტ სახეობას.[1][2]საქართველოში ამ ოჯახიდან გვხვდება აზიური ფაროსანა (2015 წლიდან),[3] აგრეთვე ადრე ამ ოჯახში შემავალი 3 სახეობა: მავნე კუსებურა (Eurygaster integriceps), ავსტრალიური კუსებურა (Eurygaster austriaca) და მავრული კუსებურა (Eurygaster maurus). კუსებურასებრთა შორის ბევრი სოფლის მეურნეობის მავნებელია. მავნე კუსებურა აზიანებს მარცვლოვანებს, Nezara viridula — ბამბის ბუჩქს, Eurydema-ს გვარის სახეობები — ბოსტნის ჯვაროსან მცენარეებს.