კონსტანტინე ტაბატაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონსტანტინე ტაბატაძე
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1936 (1936-05-29) (88 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

კონსტანტინე ტაბატაძე (დ. 29 მაისი, 1936, თბილისი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1970 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით ხოლო მოსკოვის ბიზნესის სკოლა ერთობლივი საწარმოებისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით 1989 წელს.

1957-1961 წლებში მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო გაერთიანება „თბილქალაქმშენის“ სამშენებლო ორგანიზაციებში მშენებელ ოსტატად, თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის ტექნიკურ ბიუროში; 1961-1965 წლებში საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ პირველ არქიტექტურულ სექტორში — ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1965-1970 წლებში იყო საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს მშენებლობის განყოფილების უფროსი ინჟინერი; 1970-1972 წლებში ამავე განყოფილების გამგე; საქართველოს ტურიზმისა და ექსკურსიების რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში; 1997 წლიდან საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენინდუსტრიის, საშენ მასალათა წარმოებისა და განვითარების სამმართველოს უფროსის მოადგილე; ხელმძღვანელობდა თბილისის, მცხეთის, ბაზალეთის, თელავის, ლაგოდეხის, ფასანაურის, ყაზბეგის, ბორჯომის, ბაკურიანის, ვარძიის, გორის, ქუთაისის, ჩაქვის, მწვანე კონცხის, ციხისძირის, ბათუმის, სოხუმის, ახალი ათონის და სხვა ტურისტული ბაზებისა და სასტუმროების მშენებლობას; დიდი წვლილი აქვს შეტანილი უნიკალური ახალი ათონის მღვიმის კეთილმოწყობაში; არის სხვადასხვა სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 524-525

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]