კვერცხცოცხლადშობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვერცხცოცხლადშობაშთამომავლობის მოცემის წესი, რომლის დროსაც ჩანასახი სრულ განვითარებას დედის სხეულში მყოფ კვერცხში აღწევს, მაგრამ კვერცხის გარსებისაგან მხოლოდ კვერცხის დადების შემდეგ თავისუფლდება. გვხვდება იშვიათად, მაგ., უხერხემლოებიდან კვერცხცოცხლადშობა ახასიათებს ზოგ მორიელსა და ტკიპას. ხერხემლიანებიდან კვერცხცოცხლადმშობია მთელი რიგი ქვეწარმავლები (მაგ., ცოცხლადმშობი ბოხმეჭა), გველებიდანჩვეულებრივი გველგესლა, ზღვის გველები, ზოგი ანკარა. ზოგჯერ აღინიშნება არასრული კვერცხცოცხლადშობა — ჩანასახის განვითარება დედის ორგანიზმში მყოფ კვერცხში იწყება, მაგრამ სრული განვითარება კვერცხის დადების შემდეგ მთავრდება (ზოგი რგოლოვანი და მრგვალი ჭია).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]