კეჩუთის წყალსაცავი (სომხ.Կեչուտի ջրամբար) — წყალსაცავისომხეთში. მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციაში, საკურორტო ქალაქ ჯერმუკიდან სამხრეთით 3,5 კმ-ში, ზღვის დონიდან 1920 მეტრ სიმაღლეზე. წყალსაცავი აგებულია მდინარე არფაზე. წყალსაცავის აშენდა 1981 წელს და მისი ფართობი 145 ჰექტარია, საერთო მოცულობა - 23 მილიონი მ³, საშუალო სიღრმე - 20 მ, სანაპირო ხაზის სიგრძე - 8,5 კმ. წყლის რესურსების რეგულირებისთვის წყალსაცავიდან მილსადენის საშუალებით წყალი სევანში ჩაედინება.[1]
2007 წლის ბოლოს დასრულდა წყალსაცავის სარესტავრაციო სამუშაოები.[2]