კაცი, რომელიც შეეშალათ (ინგლ.The Wrong Man) — ალფრედ ჰიჩკოკის 1956 წლის შავ-თეთრი დრამატული ფილმი, რომელშიც მონაწილეობენ ჰენრი ფონდა და ვერა მაილზი.[1][2] ის დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე, რომელიც აღწერილია მაქსველ ანდერსონის წიგნში „კრისტოფერ ემანუელ ბალესტეროს ნამდვილი ამბავი“.[3][4] ისტორია ეხება კაცს, რომელიც პოლიციამ შეცდომით მიიჩნია დამნაშავედ.