იმერული ხეჭრელი (ლათ.Rhamnus imeretina) — კოლხური რელიქტური მცენარე ხეჭრელისებრთა ოჯახისა. 1,5-4 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხეა. ფოთლის ქვედა მხარე მონაცისფრო ხავერდისებრია, ზედა კი — მუქი მწვანე და თითქმის შიშველი. ზარისებრი ყვავილები ფოთლის იღლიაში შეკრებილია კონებად. ნაყოფი მომრგვალო შავი კურკიანაა.