თუხარისი
თუხარისი — ისტორიული პუნქტი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ციხე-ქალაქი. მდებარეობდა კლარჯეთში, ტაოსა და კლარჯეთის საზღვართან.
ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თუხარისის სახელწოდება ქართლის ცხოვრების მიხედვით იშიფრება შემდეგ ნაირად - თუ ხარ ის (ციხე).
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ძვ. ქართული ტრადიციის თანახმად, თუხარისი საქართველოს უძველესი ციხექალაქთაგანია; დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ლეგენდარულმა ეთნარქმა — ოძრხოსმა. IV საუკუნეში თუხარისსა და კლარჯეთს ბიზანტია დაეუფლა. V საუკუნის II ნახევარში თუხარისი კვლავ ქართლის სამეფოს დაუბრუნდა.
„რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი.“
|
„და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი ზღვიდან ვიდრე არსიანათმდე, და ხევნი რომელ მოსდგმანან ღადოთა.“
|
„და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე, და თქუა ჭეშმარიტად თუხარ შენ ციხე.“
|
შემდგომში იგი "ქართველთა საკურაპალატოში" (ტაო-კლარჯეთის სამთავროში) შედიოდა. IX-XI საუკუნეებში თუხარისი იყო ჯაყელთა საგვარეულოს ცენტრი და ერისთავთა რეზიდენცია. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV ს.) შემდეგ სამცხე-საათაბაგოს ერთ-ერთი ცენტრი გახდა. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა მიწაწყალთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა.
ლოკალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თუხარისის ციხის ზუსტი ლოკალიზაცია დღემდე დაუდგენელია.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით ის შავშეთში, ტბეთის თავზე მდებარეობდა.
„ | ტბეთის პირისპირ, ჩრდილოთ კერძ, მდინარის გაღმა, არს ციხე თუხარისი, რომელი აღაშენა — პირველ ოძრაჴოს, ძემან მცხეთოსისამან, შემდგომად კვ მეფემან მირდატ აღაშენა ეკლესია ციხესა შინა, მერმე ყრუსაგან მოოხრებული, აღაშენა მტბევარ ეპისკოპოზმან. არამედ მოიგო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათვის: „თუ ხარ შენ ციხე, და არა სხვა“. | “ |
ივანე ჯავახიშვილის რუკაზე ის ჭოროხის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა არტანუჯსა და იშხანს შორის.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯავახიშვილი ივ., „ქართველი ერის ისტორია“, წიგნი 2, თბილისი, 1965
- კუდავა ბ., კიდევ ერთხელ ციხე-ქალაქ თუხარისის ლოკალიზაციისათვის, II საერთაშორისო კონფერენცია "ტაო-კლარჯეთი", მოხსენებათა თეზისები, თბილისი-ბათუმი, 2012 // Kudava B., Once Again on the Localization of the Fortified City Tukharisi, 2nd International Conference "Tao-Klarjeti", Abstracts of Papers, Tbilisi-Batumi, 2012.
- მუსხელიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 30.