თელეთისგორის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელეთისგორის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის ჩრდილოეთით, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანას.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. აქ მდგარი ეკლესიის შეკეთებისას მიწა ბულდოზერით მოუსწორებიათ და კულტურული ფენა დაურღვევიათ. ძეგლზე ზედაპირულად აიკრიფა თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]