შინაარსზე გადასვლა

თევდორე გარსევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თევდორე გარსევანიშვილი
ეროვნება ქართველი
დაბადების თარიღი 20 მარტი, 1924
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
გარდაცვალების თარიღი 8 აპრილი, 1987 (63 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი
სამხედრო სამსახურის წლები 1941–1974
წოდება პოლკოვნიკი
ჯილდოები
წითელი ვარსკვლავის ორდენი მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
წითელი ვარსკვლავის ორდენი წითელი დროშის ორდენი  — 1945 წითელი ვარსკვლავის ორდენი
საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 20 წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების ოცდაათი წელი“ საიუბილეო მედალი „1941–1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წელი“
მედალი „ბერლინის აღებისათვის“ მედალი „იაპონიაზე გამარჯვებისათვის“ მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
სამსახურიდან გადადგომა 8 ოქტომბერი, 1974

თევდორე დავითის ძე გარსევანიშვილი (დ. 20 მარტი, 1924, გორი — გ. 8 აპრილი, 1987) — ქართველი და საბჭოთა სამხედრო პირი. საბჭოთა კავშირის დამსახურებული სამხედრო მფრინავი (1967).[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თევდორე გარსევანიშვილმა 1941 წელს დაამთავრა თბილისის საფრენოსნო სკოლა, 1944 წელს — კრასნოდარის საპილოტო სასწავლებელი. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა უკრაინის პირველ ფრონტზე. მონაწილეობდა პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის განთავისუფლების, ბერლინის აღებისა და კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში. მის ანგარიშზეა 74 საბრძოლო გაფრენა. ჩამოაგდო მტრის 7 თვითმფრინავი; კიევის მახლობლად ბროვანში მემორიალად დგას ომში გადარჩენილი მისი საბრძოლო თვითმფრინავი.

ომის შემდეგ თევდორე გარსევანიშვილი მონაწილეობდა სამხედრო აეროდრომების დაგეგმარებასა და მშენებლობაში.

1964 წელს გახდა ავიაციის პოლკოვნიკი. 1967–1979 წლებში მას ეკუთვნოდა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ფრენის ხანგრძლივობის რეკორდი. დაჯილდოებულია 3 წითელი ვარსკვლავის, წითელი დროშის ორდენებითა და მრავალი მედლით, აგრეთვე უცხოური ჯილდოებით.

თევდორე გარსევანიშვილი გარდაიცვალა კიევში, 1987 წლის 8 აპრილს.[2]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]