თბილისის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა მცხეთა-მთიანეთის მხარე
ქვეყანა საქართველო
უახლოესი ქალაქი თბილისი, მცხეთა
ფართობი 21,036.14 ჰა
დაარსდა 2007[კომ. 1]
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო
ოფიციალური საიტი apa.gov.ge

თბილისის ეროვნული პარკიეროვნული პარკი საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600–1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1973 წლის მარტში, მამკოდის მემორიალური პარკისა და გლდანის, მარტყოფის, ღულელების, ცხვარიჭამიის სატყეოების გაერთიანების შედეგად, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით „ქალაქების თბილისისა და რუსთავის მწვანე ზონის გაფართოების, გარემოს გაჯანსაღებისა და მშრომელთა დასვენების პირობების გაუმჯობესების შესახებ“, ხოლო საზღვრები დამტკიცდა 1974 წლის 1 იანვარს.

აღნიშნულ პერიოდში მოეწყო და განვითარდა დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. ძველი სამონასტრო კომპლექსების გვერდით აშენდა, ახალი, ძველ სტილში ნაგები კოშკები, რითაც კიდევ უფრო გალამაზდა ეროვნული პარკის ტერიტორია.

გარკვეული პერიოდის შემდეგ მან დაკარგა ეროვნული პარკის სტატუსი და 2007 წელს ყოფილი ეროვნული პარკის ნაწილისა და საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის ბაზაზე კვლავ შეიქმნა. იგი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღვის დონიდან 600–1700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე და საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან შედგება. მისი ფართობია 21,036.14 ჰა.[2]

თბილისის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.[3]

2009 წლის აგვისტოს მდგომარეობით თბილისის ეროვნული პარკის საერთო ფართობისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები მოიცადა: ა) თბილისის ეროვნული პარკის გაუქმებამდე მის დაქვემდებარებაში შემავალ 15677,84 ჰექტარს, მათ შორის, სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) მიხედვით: ა.ა) ღულელების სატყეოს (სატყეო უბნის) №№9–54 კვარტალებს — სულ 4485 ჰექტარს; ა.ბ) ცხვარიჭამიის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–38 კვარტალებს — სულ 3726 ჰექტარს; ა.გ) გლდანის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–33 კვარტალებს, №34 კვარტალის №№1–13 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №39 კვარტალის №№1–11 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №40 კვარტალს — სულ 3643,05 ჰექტარს; ა.დ) მამკოდის სატყეოს (სატყეო უბნის) №1 კვარტალს — სულ 71 ჰექტარს; ა.ე) ავჭალის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–5 კვარტალებს და №6 კვარტალის №№1–43 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) — სულ 688 ჰექტარს; ა.ვ) მარტყოფის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–24 კვარტალებს, №26 კვარტალს, №34 და №35 კვარტალებს, №36 კვარტალის №1, №2, №№4–6, №9 და №10 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №37 კვარტალის №№2–9, №16, №17 და №№22–27 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №38 კვარტალის №№1–6, №№10–15 და №№23–27 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) — სულ 2639,26 ჰექტარს; ა.ზ) თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–6 კვარტალებს — სულ 425,53 ჰექტარს; ბ) თიანეთის სატყეო მეურნეობის ბოჭორმის სატყეოს (სატყეო უბნის) №№19–21 კვარტალებს — სულ 518 ჰექტარს; გ) მცხეთის სატყეო მეურნეობის 465,78 ჰექტარს, მათ შორის, ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოების (სატყეო უბნების), კვარტალებისა და ლიტერების (სატაქსაციო უბნების) მიხედვით: გ.ა) გალავნის სატყეოს (სატყეო უბნის) №28 კვარტალის №№26–28 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №30 კვარტალის №№1–8, №11 და №№14–17 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №31 კვარტალის №№1–13 და №18 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს), №32 კვარტალის №№1–4 და №6 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) და №33 კვარტალს — სულ 308 ჰექტარს; გ.ბ) მცხეთის სატყეოს (სატყეო უბნის) №16 კვარტალის №№1–22 ლიტერებს (სატაქსაციო უბნებს) — სულ 157,78 ჰექტარს; დ) საგარეჯოს სატყეო მეურნეობის გომბორის სატყეოს (სატყეო უბნის) №1 კვარტალს — სულ 122 ჰექტარს; ე) დიდგორის საცდელ-საჩვენებელი სატყეო მეურნეობის „წიწამურის“ სასელექციო საცდელ უბანს — სულ 15 ჰექტარს; ვ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალის №№1–43 კვარტალებს — სულ 5326,44 ჰექტარს; ზ) თბილისის დენდროლოგიურ პარკს — სულ 300 ჰექტარს.“[4]

2011 წელს „თბილისის ეროვნული პარკის“ შესახებ კანონპროექტით, თბილისის ეროვნული პარკს გამოეყო თბილისის ზღვის სატყეოს (სატყეო უბნის) №№1–6 კვარტლები, რაც სულ 425,53 ჰექტარს მოიცავს. ასევე, პარკის შემადგენლობიდან გამოვიდა თბილისის დენდროლოგიური პარკიც, რომელიც სულ 300 ჰექტარზეა, სადაც სამასამდე სახეობისა და ჯიშის იშვიათი ხე და ბუჩქი ხარობს და მდებაროებს დედაქალაქის უდიდესი წყალსაცავის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.[5]

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით, ჯვრის მონასტერი, ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლებია, მათ შორის აღსანიშნავია: ქასურის საყდარი, აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), მარტყოფის ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი.

თბილისის ზღვის სატყეოს კვარტლები და თბილისის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცა.

პარკის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე, რომლებიც განედურად გადაჭიმულია მდ. მტკვრიდან მდ. იორამდე, ზ.დ 600-1 700 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 23 218,28 ჰა. შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან მდებარეობს 1385 მეტრზე. აღსანიშნავია, რომ თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.[კომ. 2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თავდაპირველად შეიქმნა 1973 წელს, თუმცა მოგვიანებით გაუქმდა.
  2. პარკის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი (მიკრო ავტობუსები) ყოველ ნახევარ საათში გამოდის დიდუბის ავტოსადგურიდან, მგზავრობის ხანგრძლივობა 20–30 წთ, ასევე შესაძლებელია მოხვდე პარკის ტერიტორიაზე ცხვარიჭამია-თიანეთის მიმართულებით მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელიც ასევე გამოდის დიდუბის ავტოსადგურიდან. ქ. რუსთავიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 49,3 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 1 სთ და 23 წთ. ქ. თელავიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 100 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 14 წთ. ქ. ბორჯომიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 165 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 2 სთ და 33 წთ. ქ. გორიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაალხოებით 89,9 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 1 სთ და 34 წთ. ქ. ბათუმიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 381 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშუალოდ სჭირდება 5 სთ და 55 წთ. ქ. ქუთაისიდან თბილისის ეროვნულ პარკამდე მანძილი დაახლოებით 234 კმ-ია, მანძილის ავტომობილით დაფარვას საშყალოდ სჭირდება 3 სთ და 35 წთ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]