მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1642 : აბელ ტასმანმა კუნძული ტასმანია აღმოაჩინა.
1859 : ჩარლზ დარვინმა (სურათზე) პირველად გამოაქვეყნა „სახეობათა წარმოშობა“, რომლის მთელი ტირაჟი პირველ დღესვე გაიყიდა.
1944 : ტოკიოს დაბომბვა — 88 ამერიკულმა ავიაბომბდამშენმა იაპონიის დედაქალაქზე პირველი იერიში მიიტანა.
1951 : მანამდე ნალკებად ცნობილი ოდრი ჰეპბერნის პრემიერა შედგა ბროდვეიზე, სპექტაკლში „გიგი“.
1956 : სკკპ-ის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით აღადგინეს ყალმუხების, ყარაჩაელების, ბალყარების, ჩეჩნებისა და ინგუშების ეროვნული ავტონომიები.
1965 : მობუტუ სესე სეკო კონგოში უსისხლო სამხედრო გადატრიალებას აწყობს და პრეზიდენტი ხდება მომდევნო 30 წლის განმავლობაში.
1969 : აშშ და სსრკ ხელს აწერენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის პაქტს.