მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
558 : კონსტატინოპოლში აია-სოფიას გუმბათი ჩამოინგრა. იუსტინიანე I -ის ბრძანებით დაუყოვნებლივ იწყებენ მის მშენებლობას.
1348 : პრაღის უნივერსიტეტი დაფუძნდა.
1429 : ჟან დ’არკი ორლეანის ალყას ასრულებს. გამარჯვება გადამწყვეტი გახდა ასწლიანი ომისთვის .
1516 : ჩრდილოეთ ამერიკაში დაწესდა ინკვიზიცია .
1824 : ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის პრემიერა გაიმართა ვენაში , ავსტრია .
1832 : ლონდონის ხელშეკრულებით საბერძნეთი დამოუკიდებლად ცნეს. მის მეფედ აირჩიეს ბავარიის პრინცი ოტო ვიტელსბახელი.
1920 : მოსკოვის ხელშეკრულება : საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ცნო.
1946 : დაარსდა ელექტროტექნიკური კომპანია Sony .
1948 : ჰააგის კონგრესზე დაარსდა ევროპის საბჭო .
1999 : პაპი იოანე პავლე II რუმინეთში ჩადის, რითაც პირველი პაპი გახდა, რომელმაც აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქვეყანა მოინახულა დიდი სქიზმის შემდეგ (1054).
2007 : ნასას განცხადებით აღმოჩენილია SN 2006gy , ზეახალი ვარსკვლავი ისტორიაში დღემდე დაფიქსირებული უდიდესი აბსოლუტური სიკაშკაშით.