მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
217 : რომის იმპერატორი კარაკალა (სურათზე) მოკლეს.
1093 : არქიეპისკოპოსმა ვალკელინმა ინგლისში უდიდესი ვინჩესტერის საკათედრო ტაძარი აკურთხა.
1341 : იტალიელმა მკვლევარმა და პოეტმა პეტრარკამ საზეიმო ცერემონიაზე რომში პოეტი ლაურეატის ტიტული მიიღო.
1820 : ეგეოსის ზღვის კუნძულ მილოსზე ვენერა მილოსელის ქანდაკება აღმოაჩინეს.
1867 : პარიზში პირველი მსოფლიო ექსპოზიცია გაიხსნა.
1904 : ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერეს „გულისხმიერ შეთანხმებას“ (Entente cordiale) მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ.
1929 : ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობა: ინდოელმა რევოლუციონერმა ბაგატ სინგმა დელის ცენტრალური ასამბლეა ააფეთქა.