მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
364 : რომის იმპერატორმა ვალენტინიანუს I-მა თავისი უმცროსი ძმა ვალენსი თანამმართველად დანიშნა.
845 : ვიკინგებმა ქალაქი პარიზი დაარბიეს.
1854 : ყირიმის ომი — საფრანგეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს.
1930 : თურქეთში კონსტანტინოპოლსა და ანგორას სახელი გადაარქვეს და „ისტანბული“ (სტამბოლი) და „ანკარა“ უწოდეს.
1939 : ესპანეთის სამოქალაქო ომი — გენერალმა ფრანსისკო ფრანკომ (სურათზე) აიღო ქალაქი მადრიდი.
1979 : პენსილვანიაში, კუნძულ თრი-მაილის (Three Mile Island) ატომურ ელექტროსადგურში მოხდა სერიოზული ავარია.