თამარ ჩერგოლეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამარ ჩერგოლეიშვილი
დაბადების თარიღი 25 მაისი, 1975 (1975-05-25) (49 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა ჟურნალისტი
ორგანიზაცია „ტაბულა“
მეუღლე(ები) გიგა ბოკერია
შვილ(ებ)ი 2

თამარ ჩერგოლეიშვილი (25 მაისი, 1975, თბილისი)[1]ქართველი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. ჟურნალ „ტაბულას“ დამფუძნებელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1975 წლის 25 მაისს.[1] 1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. 1997-1998 წლებში მუშაობდა ამერიკის იურისტთა ასოციაციაში 2000 წელს დაიწყო მუშაობა ევროპის საბჭოში. 2006-2010 წლებში იყო ევროპის საბჭოს სამართლებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი. 2009 წელს დააფუძნა ჟურნალი „ტაბულა“, 2012 წლის ბოლოს კი გაეშვა „ტაბულას“ ტელევიზია რომელმაც მალევე შეწყვიტა მაუწყებლობა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩერგოლეიშვილი არის ქართველი პოლიტიკოსის, გიგა ბოკერიას მეუღლე 2006 წლიდან. ჰყავს ორი შვილი: ეკატერინე (დ. 1997, პირველი ქორწინებიდან) და კესარია (დ. 2006).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: გიორგი ბოკერია. declaration.gov.ge (31 დეკემბერი, 2016). ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი, 2020.[მკვდარი ბმული]