თადეოზ სტეფანწმინდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თადეოზ სტეფანწმინდელის სახელობის მონასტერი

თადეოზ სტეფანწმინდელი, თათე მამებელიVI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 21  აგვისტო (3 სექტემბერი)). დააარსა სტეფანწმინდის მონასტერი. დასაფლავებულია იქვე.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართლში მოვიდა ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში იოანე ზედაზნელთან ერთად. ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში. იქვე, ზედაზნის მთის ძირში, ააშენა მონასტერი. შემდეგ წლევის მთაში, ახლანდელი კასპის მახლობლად, დაუარსებია სტეფანწმინდის მონასტერი[1], სადაც დასაფლავებულია. მას მიეწერება აგრეთვე ურბნისში წმ. სტეფანეს ეკლესიის აშენება.

ხსენების დღე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელის ხსენების დღეს 3 სექტემბერს [ძვ. სტ. 21 აგვისტო] აღნიშნავს[2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 559.
  • ხ. რაქვიაშვილი, „ცამეტი ასურელი მამა და მათ მიერ დაარსებული მონასტერები“, თბ., 2015, გვ. 153-154

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]