ზენაჯვრის გორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზენაჯვრის გორა — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში, სამხრეთ–დასავლეთით 400 მეტრზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრიანდელი რკინის ხანით. ზენაჯვრის გორა ერთფენიანია. გორაზე იპოვება შავად გამომწვარი შავპრილა, ლეგაპრიალა თიხის ჯამები, აგრეთვე ხელსაფქვავის ნატეხები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]