ზემო ალვანის ბზიანის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო ალვანის ბზიანის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში. დგას სოფლის ჩრდილოეთით ორ კილომეტრზე, ტყეში. თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, თაროსებრი კაპიტელით დაგვირგვინებული ორსაფეხურიანი პილასტრით. რომელზეც კედლის მიმდებარე თაღები და კამარის საბჯენი თაღი იყო დაყრდნობილი. ეკლესია ნაგები ყოფილა მოზრდილი, თითქმის თანაბარი ზომის რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. პილასტრი და თაღების შემორჩენილი ნაწილები - შირიმით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]