შინაარსზე გადასვლა

ვოროტნავანქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვოროტნავანქი
Որոտնավանք
ვოროტნავანქი — სომხეთი
ვოროტნავანქი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 39°49′56″ ჩ. გ. 46°12′22″ ა. გ. / 39.83222° ჩ. გ. 46.20611° ა. გ. / 39.83222; 46.20611
რელიგიური კუთვნილება სომხური სამოციქულო ეკლესიის დროშა სომხური სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: სომხეთი სომხეთი
პროვინცია სიუნიქი
ადგილმდებარეობა სიუნიქის პროვინცია, დროშა: სომხეთი სომხეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი გუმბათოვანი
თარიღდება X საუკუნით

ვოროტნავანქი (სომხ. Որոտնավանք) — სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს მდინარე ვოროტანის მახლობლად. სოფლებს ვაღატინსა და ვოროტანს შუა, სიუნიქის პროვინციაში.

კომპლექსი გარშემორტყმულია შემოსევებისაგან თავდაცვის მიზნით აგებული კედლით. მონასტრის ეზოში იდგა სვეტი, რომელიც იყო სიმბოლო იმისა, რომ აქ ბერები ღვთისმსახურებდნენ და აქ ხდებოდა მეფეთა კურთხევა.

შუა საუკუნეების სომეხი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი ჰოვან ვოროთნეცი (1315 - 1398), რომელმაც ვარდაპეტარანის უნივერსიტეტის დამაარსებლად ითვლება, ვოროტნავანქში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: