ვობლა
თემა
ვობლა | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Rutilus caspicus | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 135601 | |||||||||||
|
ვობლა (ლათ. Rutilus caspicus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. ბინადრობს კასპიის ზღვაში, სადაც ქმნის რამდენიმე ფორმას: ჩრდილოკასპიურს, მტკვრის და თურქმენულს. სხეულის სიგრძე 30 სმ, ჩვეულებრივ, — 17-20 სმ აღწევს, წონა 800 გ-მდე, ხშირად 150-200 გ. ქვირითის დასაყრელად მდინარეებში შედის: კასპიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან — უმთავრესად მდინარე ვოლგაში, შედარებით ნაკლებად — თერგში, ურალსა და ემბაში. ტოფობს აპრილ-მაისში. ყრის 33 ათ-მდე ქვირითს. მოზრდილი ვობლა იკვებება დიდწილად მოლუსკებით, აგრეთვე კიბოსნაირებით, ტენდიპედიასებრთა მატლებით და მცენარეულობით. ძვირფასი სარეწაო თევზია; იყენებენ დამარილებულს, შებოლილს და სხვა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვობლა — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)