ვიკიპედია:თარგები/მთავარი გვერდი და ალტერნატივები
ამ გვერდზე თავმოყრილია თარგები გამოყენებული მთავარი გვერდის საინფორმაციო ბლოკებში.
სახელი | მიმდინარე ტექსტი | |||||
---|---|---|---|---|---|---|
{{მისალმება}} |
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში ვიკიმედიის თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედიის პროექტი | |||||
{{მისალმება 2}} |
ვიკიპედია — თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია
| |||||
{{რჩეული სტატია}} | დიდი აფეთქება — დაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია. | |||||
{{რჩეული სტატია/მოკლე}} | ელა ჯეინ ფიცჯერალდი, ასევე ცნობილი, როგორც ‘ლედი ელა’ (სიმღერის პირველი ლედი) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯაზის მომღერალი, ცამეტი გრემის მფლობელი, ეროვნული ხელოვნების მედლით დაჯილდოებული პრეზიდენტ რეიგანის მიერ, და თავისუფლების საპრეზიდენტო მედლით - პრეზიდენტ ბუში უფროსის მიერ. სამ-ოქტავიანი ვოკალური დიაპაზონით დაჯილდოებული მომღერალი გამოირჩეოდა ტონალობის სიწმინდით, თითქმის შეუმცდარი ფრაზითა და ინტონაციით და განუმეორებელი იმპროვიზაციის შესაძლებლობით. სასიმღერო დებიუტი 16 წლის ასაკში 1934 წელს მოახდინა აპოლოს თეატრში ჰარლემში, ნიუ-იორკი, იმ დროს ცნობილ ერთ-ერთ ადრეულ “მოყვარულთა ღამეების” კონკურსზე. თავდაპირველად მიზნად დასახული ჰქონდა სცენაზე საცეკვაოდ ასვლა, თუმცა “ედვარდსის დების” (ადგილობრივი საცეკვაო დუეტი) გამოწვევით სიმღერა გადაწყვიტა. იმ ღამით კონკურსზე მან გაიმარჯვა, რითაც წარმატება მოიხვეჭა თავისთვისაც და აპოლონის თეატრისთვისაც. (...სრულად) | |||||
{{დღის მოვლენები}} |
| |||||
{{იცით თუ არა}} |
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
| |||||
{{დღის ფოტო}} |
| |||||
{{დღის ფოტოს ტექსტი}} |
მაჩუ პიკჩუ (ქეჩუას ენაზე: ძველი მთა, ხშირად: ”ინკების დაკარგული ქალაქი”) -- კარგად შენახული კოლუმბომდელი ინკას ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახ. 2.350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში ურუბამბას ხეობის თავზე, დაახ. 70 კმ-ში კუსკოდან ჩდრილოდასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იელის არქეოლოგმა ჰირამ ბინგემმა მოაქცია 1911 წელს ხელახლა აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა. | |||||
{{კვირის პროექტი}} | ||||||
{{ვიკიენები}} |
სრული სია · მრავალენოვანი კოორდინაცია · დაიწყეთ ახალი ვიკიპედია ახალ ენაზე | |||||
{{დობილი პროექტები}} |
ვიკიპედიის არსებობა არაკომერციული ფონდი ვიკიმედიის დამსახურებაა. იხ. ვიკიმედიის სხვა პროექტები.
|