ვიკიპედია:ახალი თავფურცელი 3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მთავარი გვერდის სხვა ვარიანტები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვიკიპედიაში

თავისუფალი მრავალენოვანი ენციკლოპედია
დამუშავების სტადიაშია 172 594 სტატია
კატეგორიების ინდექსი · ა-ჰ ინდექსი · შეკითხვები

ახალი სტატიები · კალენდარი

რჩეული სტატია
დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.
იცით თუ არა, რომ...
ვიკიპედიის ახალი მასალებიდან, 25 მაისი — 12 ივნისი:
ფაილი:Dmanissi Ausgrabungen Uebersicht.jpg
  • დმანისში (სურათზე) აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება.
  • საქართველოში პირველი ქრისტიანული ტაძარი ერუშეთში ააგეს IV ს-ში.
  • აშშ-მა საქართველოს დამოუკიდებლობა დე-იურე სცნო 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების დღეებში.
  • კვირადღეს ბევრ სლავურ ენაზე ჰქვია «неделя », ე.ი. დღე, როცა არ მუშაობენ («не делают»).
  • კავკასიელები კულტურულად და პოლიტიკურად ევროპელები არიან, მაგრამ გეოგრაფიულად აზიაში ცხოვრობენ.
  • საქართველოში რუსეთის ჯარი 1799 წლის 26 ნოემბერს შემოვიდა.
  • ერაყის პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა ჯალალ თალაბანმა, ქურთი აჯანყებულების ყოფილ ლიდერმა.
სიახლეები
გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.

ამ დღეს...
ვლადისლავ ანდერსი
ვლადისლავ ანდერსი
  • 1804 : ნაპოლეონ I საფრანგეთის იმპერატორად გამოცხადდა.
  • 1896 : აშშ-ის უზენაესი სასამართლო ისტორიულ საქმეში პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ ამართლებს საზოგადო ტრანსპორტში რასობრივი სეგრეგაციის ლეგალურობას „ცალკეული, მაგრამ თანასწორი“ დოქტრინით.
  • 1944 : მეორე მსოფლიო ომი : პოლონეთის ჯარები გენერალ-ლეიტენანტ ვლადისლავ ანდერსის (სურათზე) მეთაურობით ოთხთვიანი ბრძოლის შემდეგ ქალაქ კასინოს იღებენ იტალიაში.
  • 1944 : დაიწყო ყირიმელი თათრების იძულებითი გასახლება სსრ კავშირის აღმოსავლეთ რეგიონებში.
  • 1948 : ჩინეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო იუანის პირველი სხდომა ჩატარდა იმჟამად დედაქალაქ ნანკინში.
  • 1989 : სტრატოვულკან სენტ-ჰელენზის ამოფრქვევამ ვაშინგტონის შტატში ასობით ჰექტარი მიწა გაანადგურა და 57 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1989 : ლიტვის სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია ლიტვის დამოუკიდებლობის შესახებ.
  • კვირის პროექტი
    დღის ფოტოსურათი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი
    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი

    ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Torres del Paine) — ეროვნული პარკი ჩილეში, სამხრეთ პატაგონიაში. პარკი გამოირჩევა ულამაზესი მთებით, ტბებით, მყინვარებით და მდინარეების სიუხვით. პარკი მდებარეობს მაგელანური სუბპოლარული ტყეებისა და პატაგონიის სტეპების ერთმანეთში გარდამავალ შუალედში, ქალაქ პუნტა-არენასიდან 312 კმ-ით ჩრდილოეთით. დასავლეთიდან ესაზღვრება ბერნარდო ო'ჰიგინსის ეროვნული პარკი, ხოლო ჩრდილოეთით არგენტინაში მდებარე ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკი.

    ავტორი: Winky

    ვიკიპედიის სხვა განყოფილებები

    • ვიკიპედიის შესახებ — ენციკლოპედიის შესავალი და საზოგადოება.
    • დახმარება — დასვით კითხვა ვიკიპედიის შესახებ.
    • ყავახანა — დისკუსიები ვიკიპედიაზე, მათ შორის ტექნიკურ საკითხებსა და ორგანიზაციულ პოლიტიკაზე.
    • ვიკისაზოგადოება — განცხადებების დაფა, პროექტები, რესურსები და საქმიანობა ვიკიპედიის სხვადასხვა დარგში.
    • ვიკი-სიახლეები — ანონსი, განახლებები, სტატიები and პრეს-რელიზები ვიკიპედიასა და ფონდ ვიკიმედიაზე.

    ვიკიპედიის დობილი პროექტები

    ვიკიპედიას მართავს ფონდი ვიკიმედია, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელსაც რამდენიმე სხვა პროექტიც გააჩნია:

    ვიკილექსიკონი
    ლექსიკონი და თეზაურუსი

    ვიკიწიგნები
    თავისუფალი სახელმძღვანელოები

    ვიკიციტატა
    ციტატების კრებული

    ვიკიწყარო
    თავისუფალი შინაარსის წყაროები

    Wikispecies
    Directory of species

    ვიკისიახლეები
    თავისუფალი შინაარსის სიახლეები

    Commons
    Shared media repository

    მეტა-ვიკი
    ვიკიმედიის პროექტების კოორდინაცია


    ვიკიპედიის ენები

    ეს არის ქართულენოვანი ვიკიპედია, რომელიც 2004 წლის ბოლოს დაიწყო. მასში ამჟამად 172 594 სტატიაა. ვიკიპედია ასევე მრავალ სხვა ენაზეა: