ელერდაშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელერდაშვილიგარეკახური წარმოშობის ქართული გვარი, მომდინარეობს საკუთარი სახელიდან ელერდა. გავრცელებულია ძირითადად კახეთის მხარეში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელერდაშვილების პირველი ფუძე-საცხოვრისი საგარეჯოს მუნიციპალტეტის სოფელ პატარძეულში ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. XX საუკუნის 90-იანი წლებისათვის ამ გვარის წარმომადგენელთა რაოდენობა ითვლიდა 294 სულს, აქედან თბილისში ცხოვრობდა 179 სული, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – 112, დანარჩენი რუსთავში და სხვაგან.[1]

ელერდაშვილების საგვარეულოს ფუძემდებელი დოკუმენტურად დასტურდება ქართლ-კახეთის კამერალური აღწერის XVIII საუკუნის დავთრების ჩანაწერებით, სოფელ პატარძეულში იმ დროისთვის ერთ კომლ ელერდას უცხოვრია, როგორც სამეფო გააზატებულ ყმას. [2]

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელერდაშვილების წინაპრებს ლეგენდის თანახმად უცხოვრიათ ჩრდილო კავკასიაში, ჩეჩენ-ინგუშეთში და მათ ქრისტიანობა არ დაუთმიათ, მიუხედავად თურქ-ოსმალთა თუ სხვა დაპყრობთა მხრივ ისლამის ძალით თავსმოხვევისა. გარკვეული მიზეზეების გამო ორ ძმას ელერდას და ყუშიტას ინგუშეთი მიუტოვებიათ, კახეთში გადმოსულან და კახეთის მეფეების, ჯერ დავით იმამ-ყული ხანის, შემდეგ კი მისი ძმის მახმედ ყული-ხანის, სამსახურში ჩამდგარან. სამეფო კარის ერთგულებისა და რაინდული სულისკვეთების მქონე ორივე ძისთვის სოფელ პატარძეულში მიუჩენიათ ბინა, იქ ჩაუსახლებიათ და ორივე ძმისთვის მეფის სამსახური დაუვალებიათ, მათ მოსახლეობა უნდა დაეცვათ გამუდმებით მოთარეშე ლეკთა შემოსევებისგან.

ელერდაშვილების უძველესი ნამოსახლარი ახლაც არის სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ტყიან ზოლში და მას დღემდე ძნელაანი ჰქვია. საკუთარი სახელი ელერდა ინგუშური ენის ერთ-ერთ დიალექტზე ნიშნავს არწივს.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის სამოქალაქო რეესტრის მონაცემებით საქართველოში ცხოვრობს 273 ელერდაშვილი[3]. მათ შორის:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელერდაშვილი ა., ელერდაშვილები, საგვარეულო წიგნი თბ., 2012

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სილოგაძე ა., თოთაძე ა., გვარ-სახელები საქართველოში, თბ., 1997, გვ. 32
  2. ივ.ჯავახიშვილი, საქართველოს ეკონომიკური ისტორიის ძეგლები, ნაწილი პირველი, დემოგრაფიული ძეგლები, თბილისი 1967 წ. გვ. 32
  3. სამოქალაქო რეესტრი – სახელებისა და გვარების სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-08. ციტირების თარიღი: 2022-10-01.