ევგენი პაშჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ევგენი პაშჩენკო
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1950(1950-09-09)
დაბ. ადგილი Vorkuta
გარდ. თარიღი 8 მაისი, 2021(2021-05-08)[1] (70 წლის)
გარდ. ადგილი ზაგრები
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
საქმიანობა დიპლომატი და ისტორიკოსი
მუშაობის ადგილი Institute of Philology Taras Shevchenko National University of Kyiv და ბელგრადის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ბელგრადის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ევგენი პაშჩენკო ( დ. 9 სექტემბერი 1950, ვორკუტა, კომი ასსრ — გ. 8 მაისი, 2021, ზაგრები) — საბჭოთა და უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე და ფოლკლორისტი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. ზაგრების უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტში უკრაინული ენის კათედრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1950 წელს ვორკუტაში. მისი მამა, ოფიცერი ნიკოლაი პაშჩენკო, გერმანელებმა შეიპყრეს ყირიმის ნახევარკუნძულს აღებისას და შვიდი წელი საკონცენტრაციო ბანაკებში გაატარა. დედას, მარია ბოიკოს, სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის, თუმცა განაჩენი შეცვალეს ათი წლით თავისუფლების აღკვეთით, რადგან მარია არასრულწლოვანი იყო.

ვორკუტას საკონცენტრაციო ბანაკებიდან განთავისუფლების შემდეგ, ევგენის მშობლები სამუშაოდ წავიდნენ ზაპოროჟიეში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ყაზარმებში. როდესაც ევგენიმ სკოლა დაამთავრა, მისი მშობლები უკვე რეაბილიტირებული იყვნენ. ბიჭი ჩაირიცხა კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსულ განყოფილებაზე. 1970 წელს, მესამე კურსის სტუდენტი ევგენი პაშჩენკო, სოციალისტური ქვეყნების სტუდენტებს შორის ურთიერთგაცვლის პროგრამის ფარგლებში, უკრაინის სსრ უმაღლესი განათლების სამინისტრომ მივლინებაში ბელგრადის უნივერსიტეტის გაგზავნა სერბულ-ხორვატული ენის და ლიტერატურის შესასწავლად. ბელგრადში ერთწლიანი სწავლისშემდეგ ევგენი დაბრუნდა კიევში და ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული განყოფილებიდან გადავიდა უკრაინულზე, მაგრამ სწავლა ბელგრადში განაგრძო. 1974 წელს უნივერსიტეტი იქ დაამთავრა. იმავე წელს, კიევის უნივერსიტეტში, ევგენი პაშჩენკომ დაუსწრებლად მიიღო კვალიფიკაცია „ფილოლოგი, უკრაინული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი“.

1981 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე "ფოლკლორიზმი ვლადიმირ ნაზორის შემოქმედებაში".

1989 წლის თებერვლიდან ევგენი პაშჩენკო მუშაობდა კიევის უნივერსიტეტში სლავური ფილოლოგიის კათედრაზე. უნივერსიტეტში მუშაობის პარალელურად ეწეოდა უკრაინის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ: 1990/91 სასწავლო წელს სსრკ სახელმწიფო განათლების დეპარტამენტიდან მივლინებით გაემგზავრა იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც ასწავლიდა უკრაინულ ენაა. 1995 წლის თებერვალში პაშჩენკო გადაიყვანეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.მუშაობდა ხორვატიაში უკრაინის საელჩოში პირველ მდივნად.

დიპლომატიურ სამსახურში ყოფნისას ევგენი პაშჩენკომ უკრაინის შესახებ შვიდი წიგნი გამოსცა. 1996 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მე-17-18 საუკუნეების ბაროკოს ეპოქის უკრაინულ-სერბული ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობები: კონტაქტები, ტიპოლოგია, სტილისტიკა“. ზაგრებში ხორვატულად გამოიცა პაშჩენკოს კვლევითი ნაშრომი „ხორვატების ეთნოგენეზი და მითოლოგია უკრაინის კონტექსტში“. ამ წიგნის გამოცემამ, კერძოდ, ხელი შეუწყო ზაგრების უნივერსიტეტში უკრაინოლოგიის კათედრის შექმნას. ვინაიდან დიპლომატია პაშჩენკოს ნაკლებად იზიდავდა, მან მიიღო მიწვევა ზაგრების უნივერსიტეტიდან. იქ სათავეში ჩაუდგა უკრაინული ენის კათედრას. ყოველწლიურად უკრაინულ ენას სწავლობს 22 ხორვატი სტუდენტი, რომლებიც დიპლომის მიღების შემდეგ მუშაობენ უკრაინული ენის მასწავლებლებად ხორვატიის საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თარჯიმნებად ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში.

2008 წელს პაშჩენკომ დაიწყო Ukrainiana croatica-ს სერიული გამოცემა. 2013 წლის დასაწყისისთვის 11 წიგნი გამოვიდა. მათ შორის, ხორვატულ ენაზე გამოიცა წიგნი 1930-იან წლებში უკრაინის ჰოლოდომორის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • «Стеблина-Рудякова Леся». Сербистика в Киевском университете имени Тараса Шевченко / Леся Стебель-Рудякова // Украинско-сербский сборник. — Выпуск 1(4). — К.: Темпора, 2009. — С.206-207.
  • «Пащенко Евгений». Славистика, которой нет: Григорий Давидович Вервес / Евгений Пащенко // Тетрадь тетради. — 2013. — № 6(114). — С.1169-1172.
  • «Пащенко Евгений». Милич из Мачвы / Евгений Пащенко // Вселенная. — 1990 — № 8. — С.167-172 (на сек.172 есть краткая справка об авторе).
  • «Хриенко Николай». Хорватия. Украинский контекст / Николай Хриенко // День — 2013. — 28 февраля.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]