დუბროვნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დუბროვნიკი
ხორ. Dubrovnik
დროშა გერბი


La liberté ne se vend pas même pour tout l'or du monde
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
კოორდინატები 42°38′25″ ჩ. გ. 18°06′30″ ა. გ. / 42.64028° ჩ. გ. 18.10833° ა. გ. / 42.64028; 18.10833
მმართველი Andro Vlahušić
დაარსდა VII საუკუნე
ფართობი 21.35 კმ2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3±1 მეტრი
მოსახლეობა 43,770 კაცი (2001)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 020
საფოსტო ინდექსი 20000
საავტომობილო კოდი DU
ოფიციალური საიტი http://www.dubrovnik.hr/
დუბროვნიკი — ხორვატია
დუბროვნიკი

დუბროვნიკი (ხორ. Dubrovnik, IPA: [ˈdǔ.bro̞ːʋ.niːk]; 1918 წლამდე — რაგუზა, დალმაც. Ragusa, ლათ. Ragusium, ასევე Rhausium, Rhaugia; იტალ. Ragusa), მეტსახელად „ადრიატიკის მარგალიტი“ — ქალაქი ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, ხორვატიის უკიდურეს სამხრეთში. მისი მოსახლეობა 2001 წელს შეადგენდა 43 770 ადამიანს, მათგან 88,39% ხორვატი იყო.

1979 წელს დუბრივნიკი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანეს.

ქალაქ დუბროვნიკის სიმდიდრე მუდამ დამოკიდებული იყო საზღვაო ვაჭრობაზე. შუა საუკუნეებში, როგორც რაგუსას რესპუბლიკა, ის აღმოსავლეთ ადრიატიკის ერთადერთი ქალაქი-სახელმწიფო იყო, რომელიც ვენეციას პირველობას ეწილებოდა. მისი სიმდიდრისა და მოქნილი დიპლომატიის წყალობით ქალაქი მნიშვნელოვნად განვითარდა, განსაკუთრებით XV-XVI საუკუნეებში. რაგუსა მოგვიანებით ხორვატული ენისა და ლიტერატურის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი გახდა — აქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი პოეტები, დრამატურგები, მხატვრები, მათემატიკოსები, ფიზიკოსები და სხვა მეცნიერები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰავის მონაცემები — Dubrovnik (1971–2000, extremes 1961–2019)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 18.4 24.1 26.8 30.3 32.9 37.5 37.9 38.6 34.2 30.5 25.4 20.4 38.6
საშუალო მაღალი °C 12.3 12.6 14.4 16.9 21.5 25.3 28.2 28.5 25.1 21.1 16.6 13.4 19.7
საშუალო დღიური °C 9.2 9.4 11.1 13.8 18.3 22.0 24.6 24.8 21.4 17.6 13.3 10.3 16.3
საშუალო დაბალი °C 6.6 6.8 8.4 11.0 15.3 18.9 21.4 21.6 18.4 14.9 10.7 7.8 13.5
რეკორდულად დაბალი °C −7.0 −5.2 −4.2 1.6 5.2 10.0 14.1 14.1 8.5 4.5 −1.0 −6.0 −7.0
საშუალო ნალექი (მმ) 98.3 97.9 93.1 91.4 70.1 44.0 28.3 72.5 86.1 120.1 142.3 119.8 1 064
ნალექიანი დღეები საშუალოდ (≥ 0.1 mm) 11.2 11.2 11.2 12.0 9.4 6.4 4.7 5.1 7.2 10.8 12.4 12.0 113.6
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) 59.9 58.4 61.2 64.2 66.7 63.8 58.2 59.2 61.9 62.2 62.4 60.3 61.5
საშუალო თვიური მზიანი საათები 130.2 142.8 179.8 207.0 266.6 312.0 347.2 325.5 309.0 189.1 135.0 124.0 2 668,2
წყარო: Croatian Meteorological and Hydrological Service[1][2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 95
ინგლ.რუს.ფრ.
  1. Dubrovnik Climate Normals. Croatian Meteorological and Hydrological Service. ციტირების თარიღი: 14 January 2016
  2. Monthly values and extremes: Values for Dubrovnik in 1961–2022 period hr. Croatian Meteorological and Hydrological Service. ციტირების თარიღი: 12 April 2024