დორეულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დორეულები
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქარი
კოორდინატები 41°57′32″ ჩ. გ. 45°00′37″ ა. გ. / 41.95889° ჩ. გ. 45.01028° ა. გ. / 41.95889; 45.01028
ცენტრის სიმაღლე 990
მოსახლეობა 69[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 98,6 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დორეულები — საქართველო
დორეულები
დორეულები — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დორეულები

დორეულებისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, ნაქალაქარის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე აძეძის (ივრის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე, ზღვის დონიდან 990 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 27 კილომეტრით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საბუთებში წიაბეთად, ხოლო შემდეგ ჭუჭულიანთკარადაც იხსენიება. დორეულები სოფელს დაერქვა ქსნის ხეობიდან მოსახლეობის მიგრაციის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისში. სოფელი წიაბეთი ჯერ კახეთის სამთავროში შედიოდა, შემდეგ, XI-XII საუკუნეებში, სვეტიცხოვლის მონასტრის კუთვნილება იყო, რაც კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგაც არ უნდა შეცვლილიყო. XVII საუკუნის დასაწყისში, ერწოზე შაჰ-აბასის შემოსევის დროს, სოფლის მოსახლეობის ნაწილი გაწყდა, ხოლო ნაწილი აიყარა და გადასახლდა. XVII საუკუნის მიწურულსა და XVIII საუკუნის დასაწყისისათვის სოფელ წიაბეთის მნიშვნელოვან ნაწილზე თავის გავლენას ავრცელებდნენ ჩოლოყაშვილები, რომლებსაც აქ ყმა-მამული უყიდიათ. გვიანდელი შუა საუკუნეების სამხედრო-ადმინისტრაციული დაყოფით, წიაბეთი შედიოდა კახეთის სამეფოს რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოში, რუსეთთან შეერთების შემდეგ კი — თიანეთის მაზრაში.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 69 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 83 41 42
2014[1] 69 33 36

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II