დიმიტრი ბატონიშვილი (XV საუკუნე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიმიტრი.

დიმიტრი ბატონიშვილი (ბაგრატიონი) — კახეთის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწე XV საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისში, ალექსანდრე I-ის უმცროსი ძე. დავითიშვილ-ბაგრატიონების წინაპარი.

1500 წელს ელჩად იყო ისმაილ I-თან შირვანში. მამასთან ერთად ებრძოდა უფროს ძმას გიორგის იმის გამო, რომ იგი სისტემატურად არბევდა ქართლის სამეფოს მიწაწყალს და ცდილობდა მის დაპყრობას. 1511 წელს გიორგიმ შეიპყრო დიმიტრი ბატონიშვილი, დააბრმავა და ცოლ-შვილიანად გააძევა კახეთიდან. გარკვეული დროით მცხეთაში სვეტიცხოველს „შემოეხუეწა“. მას თვალდამწვარი უწოდეს, მის შთამომავლებს კი — თვალდამწვრიანები (ამას ეხება ფარსადან გორგიჯანიძის „აქა ანბავი თვალდამწვრიანთა“). მეფემ იგი „არჩინა“, რასაც მისი შვილების ამ კუთხეში დამკვიდრება და რანგით ჩამოქვეითება მოჰყვა.

დიმიტრი ბატონიშვილის შთამომავალნი დავით თვალდამწვრიანისაგან დავითიშვილებად იწოდებოდნენ, მათგან მომდინარეობს ბაგრატიონთა სამეფო სახლის დავითიშვილ-ბაგრატიონების განშტოება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]