დიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიმი

მდინარე ხანისწყალი სოფელ დიმში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბაღდათის მუნიციპალიტეტი
თემი დიმი
კოორდინატები 42°05′59″ ჩ. გ. 42°49′19″ ა. გ. / 42.09972° ჩ. გ. 42.82194° ა. გ. / 42.09972; 42.82194
დაარსდა ბრინჯაოს ხანა
პირველი ხსენება 1583
ადრეული სახელები დიმნი
ცენტრის სიმაღლე 180
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 3251[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიმი — საქართველო
დიმი
დიმი — იმერეთის მხარე
დიმი

დიმისოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიმი, საიმედო).[2]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, ბაღდათი–ქუთაისისა და ბაღდათი–ზესტაფონის საავტომობილო გზებზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, ბაღდათიდან 4 კმ-ის დაშორებით.

იცის ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,4°C; ივლისისა — 23°C; აბსოლუტური მინიმუმი დაბლობზე -18°C, აბსოლუტური მაქსიმუმი შესაბამისად 42°C.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმში და ზედა დიმში აღმოჩენილია ძველ ნასახლართა ნაშთები, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. წინარეანტიკურ და ადრინდელი ანტიკური ხანის დ-ის დასახლება კოლხური კულტურის გავრცელების არეალში ექცევა. შემთხვევით ნაპოვნი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელზე უკვე ქართლის კულტურის გავლენა იგრძნობა.

სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI ს.) დამოწმებული ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.

ვიკიციტატა
„ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კლთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემ ან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“

დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მიხსენიება 1583 წელს. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს. 1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე.[5]

1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს დიმი გადაწვა რუსეთის იმპერიის სადამსჯელო რაზმმა.[6]

სოფელში დგას XVII-XVIII საუკუნეების კოშკი და XIX საუკუნის II ნახევრის მთავარანგელოზის ეკლესია (რესტავრირებულია 2009 წელს).

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 251 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 4268 1988 2280
2014[1] 3251 1562 1689

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 359-360.
  4. ვახუშტი ბატონიშვილი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ გვ. 150 — თბილისი, 1941
  5. ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ გვ. 168 — „განათლება“, თბილისი, 1987
  6. დასავლეთ საქართველოში // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 24 იანვარი, 1906, № 2986, გვ. 1.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დიმი&oldid=4662221“-დან