დიდმუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდმუხა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თიღვის მუნიციპალიტეტი
თემი ავნევი
კოორდინატები 42°10′32″ ჩ. გ. 43°52′53″ ა. გ. / 42.1758306° ჩ. გ. 43.8813889° ა. გ. / 42.1758306; 43.8813889
ცენტრის სიმაღლე 800
მოსახლეობა 159 (2015)[1]
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საავტომობილო კოდი RSO
დიდმუხა — საქართველო
დიდმუხა

დიდმუხასოფელი საქართველოში, თიღვის მუნიციპალიტეტში (ავნევის ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე აღმოსავლეთის ფრონის ნაპირას, ზღვის დონიდან 800 მ-ზე. ყორნისიდან დაშორებულია 23 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 12 კილომეტრით.

სოფელი 1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ზნაურის რაიონში, ოლქის გაუქმების შემდეგ, 1990-2006 წლებში — ქარელის რაიონში, 2006 წლიდან — თიღვის მუნიციპალიტეტში. 1989 წლის აღწერით სოფელში იყო 224 მცხოვრები (ძირითადად ოსები). 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად დიდმუხა არ ექვემდებარება საქართველოს ხელისუფლების კონტროლს; 2008 წლიდან, საქართველოს კანონმდებლობით, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. სოფლის ოსური სახელია თულძითა (ოს. Тулдзытæ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.webcitation.org/6rr3L8GjN?url=http://ugosstat.ru/wp-content/uploads/2017/06/Itogi-perepisi-RYUO.pdf