შინაარსზე გადასვლა

დიდი ხურვალეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი ხურვალეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
თემი შავშვები
კოორდინატები 42°03′49″ ჩ. გ. 44°18′28″ ა. გ. / 42.06361° ჩ. გ. 44.30778° ა. გ. / 42.06361; 44.30778
ცენტრის სიმაღლე 810
მოსახლეობა 352[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 80,7 %
ოსები 19,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
დიდი ხურვალეთი — საქართველო
დიდი ხურვალეთი
დიდი ხურვალეთი — შიდა ქართლი
დიდი ხურვალეთი
დიდი ხურვალეთი — გორის მუნიციპალიტეტი
დიდი ხურვალეთი

დიდი ხურვალეთი, ხურვალეთისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (შავშვების ადმინისტრაციული ერთეული).

მდებარეობს ტირიფონის ვაკეზე, ტირიფონის არხის ნაპირას, ზღვის დონიდან 810 მეტრზე, ქალაქ გორიდან 21 კილომეტრის დაშორებით. სოფელი მდებარეობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრის, ამჟამად კი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ. დიდი ხურვალეთი და ქვეში იყო პირველი სოფლები, რომელთა სიახლოვეს 2011 წლის აპრილ–მაისში რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა დაიწყეს საზღვრის მონიშვნის (ე. წ. ბორდერიზაციის) უკანონო პროცესი.[2]

სოფელსა და მის შემოგარენში მდებარეობს ყველაწმინდის, კვირაცხოვლის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ეკლესიები, ასევე 1905 წლის ამბებით ცნობილი მამაცაშვილის სახლი.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 352 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 379 167 212
2014[1] 352 171 181

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. შსს–მ დიპლომატებს ე.წ. ‘საზღვრის მოწყობის’ დეტალები გააცნო. „სამოქალაქო საქართველო“, 4 ივნისი, 2013.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II