დიდი სმადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
დიდი სმადა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ადიგენის მუნიციპალიტეტი
თემი ჩორჩანი
კოორდინატები 41°40′23″ ჩ. გ. 42°44′50″ ა. გ. / 41.67306° ჩ. გ. 42.74722° ა. გ. / 41.67306; 42.74722
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 271[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დიდი სმადა — საქართველო
დიდი სმადა
დიდი სმადა — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დიდი სმადა
დიდი სმადა — ადიგენის მუნიციპალიტეტი
დიდი სმადა

დიდი სმადასოფელი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ჩორჩანი).[2]

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდ. ქვაბლიანის (ფოცხოვისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ადიგენიდან დაშორებულია 5 კილომეტრით, ახალციხიდან — 25 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით, 1595 წელს სოფელი დიდი სმადა შედიოდა ახალციხის ლივის ალთუნყალის ნაჰიეში (რაიონი). აქ მაშინ 14 კომლი ცხოვრობდა. მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ჭვავი, ფეტვი, მუხუდო, ოსპი. იხდიდნენ გადასახადს 16 000 ახჩის ოდენობით. 1704–1705 სოფ. სმადა ისევ ალთუნყალას ნაჰიეში შედიოდა და წარმოადგენდა ზეამეთს ვინმე ალის სახელზე. მაშინ ამ სოფლის გადასახადი უკვე 21 000 ახჩა ყოფილა. 1944 წლამდე სმადაში გამაჰმადიანებულ ქართველებს უცხოვრიათ. შემორჩენილია XIX საუკუნის მეჩეთი. მაჰმადიანი მოსახლეობის შუა აზიაში გადასახლების შემდეგ აქ დაასახლეს საჩხერის რაიონიდან გადმოსახლებული 100 კომლი. საბჭოთა პერიოდში დიდი სმადა იყო სმადას სასოფლო საბჭოს ცენტრი, მოქმედებდა მესაქონლეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა[3]

სოფლის ჩრდილოეთით, მუხნარის მთაზე დგას დარბაზული ეკლესია (ფართობი 4 მ × 8 მ), შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ნაგებია თლილი ქვების რეგულარული წყობით. სწორკუთხა საკურთხეველში ორი ნიშაა, რომელთა სიმაღლე სარკმლის თავამდე აღწევს.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 271 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 379 197 182
2014[1] 271 132 139

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 420-421.
  • „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი“, მ. სვანიძის გამოც., თბ., 1979;
  • ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, წგ. 2, თბ., 1941

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. 2.0 2.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  3. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 539.