შინაარსზე გადასვლა

დიდი სამსარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამსარი (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
დიდი სამსარი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
თემი ბარალეთი
კოორდინატები 41°32′19″ ჩ. გ. 43°35′56″ ა. გ. / 41.53861° ჩ. გ. 43.59889° ა. გ. / 41.53861; 43.59889
ცენტრის სიმაღლე 2000
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 337[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 99,1 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დიდი სამსარი — საქართველო
დიდი სამსარი
დიდი სამსარი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დიდი სამსარი
დიდი სამსარი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
დიდი სამსარი

დიდი სამსარისოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ბარალეთი).[1]

მდებარეობს სამსრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდ. სამსრისწყლის (ბარალეთისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მ-ზე. ახალქალაქიდან დაშორებულია 29 კმ-ით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი სამსარი მდებარეობს ისტორიულ ჯავახეთში. „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" (1595) მიხედვით უკვე გაუკაცრიელებული ნასოფლარი ყოფილა, რომელსაც მდინარის დინების მიმართულების გათვალისწინებით, ზემო სამსარი ერქვა. როგორც ჩანს, შემდგომ ხანებში მოსულმა მოსახლეობამ ზემო და ქვემო სამსარს დიდი და პატარა შეარქვა. სოფლის ამჟამინდელი სომხური მოსახლეობა XIX საუკუნის 30-იან წლებშია მოსული ერზურუმის მხრიდან.

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას სომხური დარბაზული ეკლესია, რომელიც ძველი ქართული ნაეკლესიარის საფუძველზე 1899 წელსაა აგებული. იქიდან გადარჩენილია ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებული ორი პატარა ქვა, რომლებზეც გამოსახულია წრეში ჩასმული ტოლმკლავა ჯვარი. ერთ მათგანს მკლავებს შორის კოპები უზის. ეკლესიის გალავნის შიგნით ძველი სასაფლაოა. საფლავის დამუშავებულ ქვებს შორის არის ყოჩებისა და ცხენის ქანდაკებებიც. ეკლესიის მახლობლად გადის კლდეში გაჭრილი საურმე გზა, რომელიც ამ კლდეკარით მდინარის ვიწრო კანიონში ჩადის და პატარა სამსარში მიდის.

სოფლის მახლობლად, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, კანიონის კლდის მასივში მდებარეობს VIII-IX საუკუნეების კლდეში ნაკვეთი საეკლესიო კომპლექსი. შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 337 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 379[2]
2014 337 164 173

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.