დვანის ქვაყუთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დვანის ქვაყუთი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში, ადგილ გამარჯობათახოში. თარიღდება ფეოდალური ხანით. აღმოჩენილია შემთხვევით, მიწის სამუშაოების დროს. შედგენილია მოზრდილი ფილაქვებისაგან, სამარხში დაკრძლულია შვიდი მიცვალებული ქრისტეს წესით – უინვენტაროდ, გამართული, თავით დასავლეთისკენ. სამარხი დაზიანებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]