დასავლეთი პროვინცია (კენია)
პროვინცია | |
---|---|
დასავლეთი პროვინცია ინგლ. Western Province სუაჰ. Mkoa wa Magharibi | |
ქვეყანა | კენია |
ადმ. ცენტრი | კაკამეგა |
კოორდინატები | 0°30′00″ ჩ. გ. 34°35′00″ ა. გ. / 0.50000° ჩ. გ. 34.58333° ა. გ. |
ფართობი | 8309 კმ² |
მოსახლეობა | 4 334 282 კაცი (2009) |
სიმჭიდროვე | 521,64 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+3]] |
დასავლეთი პროვინცია (ინგლ. Western Province, სუაჰ. Mkoa wa Magharibi) — კენიის რვა პროვინციიდან ერთ-ერთი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქი — კაკამეგა. შედგება 4 ოლქისაგან.
პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება როფტ-ველის, სამხრეთიდან ნიანზის პროვინციები, ჩრდილო-დასავლეთიდან კი უგანდა.
2009 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 4 334 282 კაცს[1]. მისი ფართობია 8309 კმ².
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბუნგომის ოლქში მდებარეობს კენიაში სიმაღლით მეორე მთა — ელგონის მთა (ინგლ. Mount Elgon, 4321 მეტრი). დასავლეთ პროვინციაში ასევე მდებარეობს კაკამეგას ტყის ეროვნული ნაკრძალი.
პროვინციის ყველაზე დაბალი წერტილია — ქალაქი ბუსია (ბუსიის ოლქი) ვიქტორიის ტბის ნაპირზე.
კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინციის კლიმატი ტროპიკულია, ზღვის დონიდან მაღალი მდებარეობის გამო გამოწვეული ზოგიერთი ცვალებადობით. მთელ პროვინციაში ძლიერი წვიმები მოდის მთელი წლის განმავლობაში.
მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პროვინცია დასახლებულია ძირითადად ლუჰიას ეთნიკური ჯგუფით. ამ პროვინციაში ფართედაა გავრცელებული კვაკერობა.
ყველაზე უფრო დიდი ქალაქებია — ბუნგომა, ბუსია, ბუტერე, ვებუიე, ვიჰიგა, კაკამეგა, მბალე, მუმიასი, სიაია.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
№ | საიტი | ოლქი | ყოფილი პროვინცია | ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2009 წელი) |
ადმინისტრაციული ცენტრი |
---|---|---|---|---|---|---|
1 | Kakamega county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. | კაკამეგის ოლქი | დასავლეთი პროვინცია | 3018 | 1 660 651 | კაკამეგა |
2 | Vihiga county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. | ვიჰიგის ოლქი | დასავლეთი პროვინცია | 564 | 554 622 | ვიჰიგა |
3 | Bungoma county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. | ბუნგომის ოლქი | დასავლეთი პროვინცია | 3032 | 1 375 063 | ბუნგომა |
4 | Busia county დაარქივებული 2015-10-11 საიტზე Wayback Machine. | ბუსიის ოლქი | დასავლეთი პროვინცია | 1695 | 743 946 | ბუსია |
სულ | 8309 | 4 334 282 |
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Provinces of Kenya, Statoids.com
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Kenya Census 2009. Kenya Bureau of Statistics (August 28, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 30, 2013. ციტირების თარიღი: May 22, 2011.