შინაარსზე გადასვლა

დადაშენის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადაშენის საეპისკოპოსოეპარქია ფეოდალურ საქართველოში. სავარაუდოდ დაარსდა X საუკუნეში მაშინ, როდესაც სამხრეთ საქართველოში იქმნებოდა ქართული საეპისკოპოსოები. დადაშნელი პირველად მოხსენიებულია XIII საუკუნის დოკუმენტში „განგება დარბაზობისა.“ ეს არის საქართველოს მღვდელმთავართა ჯდომის წესი სამეფო დარბაზობის დროს. აქ მოხსენიებულ 35 მღვდელმთავარს შორის დადაშნელს უჭირავს 34-ე ადგილი. თურქეთის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ დადაშენის საეპისკოპოსო მოიშალა.

საეპისკოპოსოს საზღვრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„დარბაზობის განგების“ მიხედვით დადაშნელის სამწყსოში შედიოდა ძველი ქართული ისტორიული თემები - არტაანი, კოლა და ხორტევანი.

XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, დადაშნელის სამწყსო მთელი კოლა და ხორტევანია ყარასალამდე. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში დადაშნელი მეცამეტე ადგილზეა დასახელებული.

ვიკიციტატა
„ႨႢ. დადაშნელის სამწყსო სულა კოლა და ხორტევანი ყარასალზედ მიდგმამდინ.“
(სამცხე-საათაბაგოს მღვდელთ-მთავარნი)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია თ. „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, თბ. 1897, გვ. 53