შინაარსზე გადასვლა

გორა სამნიფერდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორა სამნიფერდაარქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის სამხრეთით, 900 მეტრზე , მდინარე დვანისწყლიდან 100 მეტრ სიმაღლეზე, ადგილ სამნიფერდაზე. ძეგლი ორფენიანია. პირველი ფენა თარიღდება ადრინდელი ბრინჯაოს, ხოლო მეორე ფენა — გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის ხანით. იპოვება თიხის ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავის ქვები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]