გოგიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს Nikkzey.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ეს შეტყობინება სტატიაში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება დარჩეს.


თარგის ჩასმის თარიღი: მაისი 19, 2024.


მიმდინარეობს სტატიის აქტიური დამუშავება.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:მუშავდება}}

გოგიას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ენაგეთში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დგას სოფლის ჩრდილოეთით, პირდაპირი ხაზით 2 კილომეტრზე. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ადგილს „დახვრეტილებს“ ეძახის იქვე არსებული კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების გამო. ეკლესია ტყეში დგას. დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე (10.7X8.2 მეტრი). წყობა არეულია. ტაძრის დასავლეთი ნაწილი თითქმის ზეძირკვლის დონეზეა დანგრეული. 0.8 მეტრი სიგანის შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია გაჭრილი. სარკმლებიდან ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთისაა შემორჩენილი, რომელიც შიგნიდანაც და გარედანაც სწორკუთხაა. გაშლილი ნახევარწრის ფორმის აფსიდა 30 სანტიმეტრის სიგანის მხრითაა გამოყოფილი დარბაზისგან. საკურთხეველში, სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია გაკეთებული. საკურთხეველი სფერული კონქით სრულდება. ნაოსში გრძივი კედლები დაუნაწევრებელია. საკმაოდ განიერი ეკლესიის კამარის ჩამოქცევის ერთ-ერთი მიზეზიც სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო. ტაძრის სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ კიდეში შერჩენილია მარტივად ნათალი ქვის ლავგარდანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 45674