განხილვა:შვიდწლიანი ომი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მერვე კლასის სახელმძღვანელო? --ჯაბა ლაბა 16:38, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, ადრე არ იყო სასკოლო სახელმძღვანელოებისადმი ასეთი მკაცრი მიდგომა და მაგის შედეგია ეს სტატიაც. შევეცდები სხვა წყაროებით გავამყარო. – BruTe () 18:35, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა ჩემი კომენტარი. :) --ჯაბა ლაბა 18:38, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

არ ვეთანხმები სკოლის ყველა სახელმძღვანელოს ერთ ქვაბში მოხარშვას და ასეთ „დისკრიმინაციას“, ნუთუ ავტორი არაფერს ნიშნავს? კოტე ანთაძე სერიოზული მეცნიერია. --მიხეილ (მიწერა) 18:53, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედია:სანდო წყაროები — მიხეილ ამას რა ვუყოთ?--ცანგალა () 22:15, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ეს წესები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცნობილი მეცნიერი?! --მიხეილ (მიწერა) 22:21, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
რისთვის ვიღებთ წესებს? ცანგალა () 22:33, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
დავას აზრი აღარ აქვს. ხშირად ჩვენი „სულელური“ წესები ავტორიტეტულ მეცნიერებზე მაღლა დგანან. დასკვნა მომინდვია... --მიხეილ (მიწერა) 22:39, 24 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით სკოლის სახელმძღვანელო იმიტომაა არასანდო წყარო, რომ როგორც წესი იქ რომელიმე საკითხი არაა ძირეულად განხილული და ფაქტების კორიანტელია მხოლოდ. ეს გამომდინარეობს იქიდან რომ საკითხი ბავშვისათვის უნდა იყოს დაძლევადი და არა მეცნიერულად დაწერილი, რომელსაც ვერ აითვისებს. მერვე კლასის ბავშვის გონებისათვის ხელმისაწვდომი მასალა, რამდენადაა ენციკლოპედიური ამაზეა აქ საუბარი და არა კოტე ანთაძის წვლილზე და შესაძლებლობებზე. --ჯაბა ლაბა 04:44, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები ჯაბას. Deu განხილვა 07:43, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
გადახედეთ სტატიას, ნეტა ყველა სტატია ასეთი ბავშვური ენით გვქონდეს დაწერილი და რაღა გვიჭირდა. --მიხეილ (მიწერა) 09:08, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვეთანხმები ჯაბას, ხოლო მიხეილ წესები „სულელური“ (ამ სიტყვის ჩაწერაზე თუ დაფიქრებულხარ ვის მიმართ არის?)არ არის , „სერიოზულ მეცნიერებს“, როგორც შენ უწოდებ, რატომ არ აქვთ სურვილი შექმნან ქსე-ზე უკეთესი არასაბჭოთა ენციკლოპედია? თანხა არ არის? მოიძიონ და იქნება. ვის მიმართეს? (რასაკვირველია ბოლო შეკითხვები ამ განხილვას არ ეკუთვნის)--ცანგალა () 11:26, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
არ ვაპირებ ამ პროვოკაციულ პოსტზე პასუხს! --მიხეილ (მიწერა) 11:30, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
პასუხს ვიცი, რომ არ მივიღებდი, რადგან პროვოკაციული კი არა სიმართლეა.--ცანგალა () 11:45, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

აუფ აქ ბრძოლა წესების გარეშე მიმდინარეობს? :)))))))))))))))) კარგით რა მე ხომ იმისთვის არ დამიწერია რამე, რომ ერთმანეთი „დავწყვიტოთ“, მხოლოდ ვიკიპედიისათვის და ვიკიპედიის ხათრით შეწყდა „ბრძოლა წესების გარეშე“. --ჯაბა ლაბა 12:01, 25 დეკემბერი 2011 (UTC)[უპასუხე]