შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ფარსმან I

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვინაიდან ქართველ მეფეთა ამ პერიოდის სიები ჯერჯერობით კვლავ შეუთანხმებელია და მით უმეტეს მათი მმართველობის თარიღები ჯობს შემოტანისას მიეთითოს ლიტერატურა. — ჯაბა ლაბაძე () 08:22, 16 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]

არმაზის ბილინგვა[წყაროს რედაქტირება]

@Jaqeli: შეგიძლია წყარო მოიტანოთ, სადაც დასტურდება ფარსმან I-ის არმაზის ბილინგვის წარწერაში არსებობა? ბილინგვაზე ნამდვილად არის მოხსენიებული ფარსმან II (იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, გვ. 461), თუმცა ვერანაირი წყარო ვერ ვნახე რომელიც ფარსმან I-ის წარწერაზე არსებობას ადასტურებს. – BruTe () 12:57, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ბრუტე გამარჯობა. ეს ნახე. ჯაყელი 13:15, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

გმადლობ გამოხმაურებისათვის. შენს მიერ მოტანილ ბმულში წარწერის ტექსტია მოთავსებული, რომლის წაკითხვა ქართულად აქაც არის შესაძლებელი. წარწერაში მოხსენიებული იოდმანგანი სწორეს ფარსმან II-ის (ქველი) ეზოსმოძღვრის შვილია. ეს ეზოსმოძღვარი ეზოსმოძღვარი იყო მაშინაც, როდესაც ხსეფარნუგი მეფობდა (ეს კი ფარსმან II-ის შვილია). მონაკვეთი ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილი წყაროდან (გ. მელიქიშვილის რედაქციით):

სხვა ტექსტი აზრმაზის ბილინგვიდან არ არსებობს რამდენადაც ვიცი, გარდა სტატიაში მოყვანილისა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბილინგვა II საუკუნის მე-2 ნახევრით თარიღდება და უფრო ლოგიკურიცაა რომ ფარსმან II-ზე იყოს ლაპარაკი. – BruTe () 13:49, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

მე პირადად ბილინგვის დათარიღებით მივიჩნიე რომ ეს ფარსმან I უნდა ყოფილიყო. არმაზის საიტზე პირველი საუკუნე წერია და გვაქვს იმის წყარო რომ ეს ნამდვილად მეორე საუკუნის ბილინგვაა? თუ ასეა მაშინ ფარსმან ქველის ბილინგვა და სტელა გამოდის ეს სურათი რაც ასევე საინტერესოა. ჯაყელი 13:57, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]


(წყარო: [1]) როგორც ხედავ I საუკუნით ერთენოვანი არამეული წარწერაა დათარიღებული, ხოლო ორენოვანი არამეულ-ბერძნული II საუკუნით. სხვათა შორის, ფარსმან I ამ ერთენოვან წარწერაშია მგონი მოხსენიებული. თუ ვიპოვით წყაროს/ტექსტს, შეგვიძლია დავამატოთ. – BruTe () 14:13, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]

ფარსმან I ის სურათი ყოფილა მაშინ თუ ასეა. ჯაყელი 14:17, 26 თებერვალი 2015 (UTC)[უპასუხე]
ფარსმანის სურათი დაყენებულია, მაგრამ ფარსმან I იდენტიფიცირდება ადერკთან, ერთიდაიგივეა, რადგან ადერკიც და ფარსმან I-ის ქართამ კოლხის ძეა და ამიტომ ადერკის და ფარსმანის გვერდები უნდა შეერწყას, განსხვავებით ქართამ I-ის ძე ფარსმანისა, რომელიც ძველი ქართული წყაროებით არმაზის მეფეა და მეფობდა კაოსთან ერთად. ის არის უბრალოდ ფარსმანი.--გოგოლაური განხილვაწვლილი 12:07, 23 აგვისტო 2020 (UTC)[უპასუხე]