განხილვა:სამთავისის ტაძარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რამდენად გამართლებულია აქ არსებულ სურათებზე ავტორის სახელისა და გვარის მითითება? თუ ვინმეს აინტერესებს ალბათ ის გადავა სურათის გვერდზე და ნახავს ავტორი ვინაა. — ჯაბა ლაბაძე () 11:58, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ, მე თუ მკითხავთ, ყველა ღირებულ ფოტოს ავტორი იქვე უნდა ყჰავდეს მითითებული (ნაკლებ სავარაუდოა მკითხველი ფაილის გვერდზე შევიდეს). ესეც ხომ მასალაა და წყარო ამასაც სჭირდება... თუმცა, ეს წესი არაა მიღებული ვიკიპედიაში, ისევე როგორც ამისი საწინააღმდეგო წესი :). თუ ავტორი თვლის, რომ საჭიროა მისი სახელის მითითება, ხელს არაფერი უშლის... , D.DEU. პასუხი 12:04, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ვისთვის რაა ღირებული ვინ ადგენს? — ჯაბა ლაბაძე () 12:09, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ავტორისთვის ყველაფერი ღირებულია, ასე არაა? :) ავტორის მითითება – ვიკიპედიის მთავარი პრინციპი! დარღვევით არაფერი გაკეთებულა... , D.DEU. პასუხი 12:12, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მე მეგონა აქამდე მომხმარებლისთვის ვმუშაობდით. — ჯაბა ლაბაძე () 12:13, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ასე იყო, ასეა და ასე იქნება. მომხმარებელთათვის მუშაობა არ ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფას. საავტორო უფლებების მქონე პირი ამ ფოტოებზე მიიჩნევს, რომ საჭიროა სახელის მითითება, რაც იურიდიულად გამართლებულია. , D.DEU. პასუხი 12:17, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

შენ წააწერდი საკუთარ სახელს?— ჯაბა ლაბაძე () 12:31, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ მორალურად განიხილავ ამ საკითხს, გეტყვი, რომ ჩვენ რომ დავუშალოთ ავტორს, დაიცვას საკუთარი უფლებები, უფრო ამორალურია! თუკი საჭიროდ ჩავთვლი, მეც წავაწერ საკუთარ სახელს პირად ნამუშევარს, ამისი უფლება კანონმდებლობითაც მაქვს და მორალურადაც. რა პრობლემაა ვერ გავიგე? , D.DEU. პასუხი 12:34, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არაფერი პრობლემაა. შეკითხვა აღარ მაქვს შენთან. გასაგებია ყველაფერი. — ჯაბა ლაბაძე () 12:40, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

პ.ს. და ვინ დაუშალა? სად ამოიკითხე? — ჯაბა ლაბაძე () 12:41, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

არსად. უბრალოდ, ვერ დავუშლით. , D.DEU. პასუხი 12:44, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც უბრალოდ ვიკითხე. — ჯაბა ლაბაძე () 13:13, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია :), D.DEU. პასუხი 14:00, 6 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ სურათზე ავტორის მითითებული გვარი და სახელის წაშლის შემდეგ ვნახე ეს განხილვის გვერდი. ჩემი აზრით უნდა იყოს ფაილი:Zaqaria 01.JPG - ერმაკოვს მგონი ყველა იცნობს საქართველოში. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოგვიანებით ვნახე ეს განხილვის გვერდი.--ცანგალა () 19:40, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ანუ საკუთარი ერთპიროვნული მოსაზრების ბაზაზე მანამდე არსებული კონსენსუსის გათვალისწინების გარეშე ვმოქმედებთ. ძალიან კარგი, ამის შემდეგ "თვითნებობაში" გაფრთხილებებს ოფიციალურად აღარ ვიღებ.--იორგი; 20:13, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

რომელ კონსენსუს გულისხმობ? დათომ რაც გადაწყვიტა ერთპიროვნულად? ამ განხილვის გვერდზე მხოლოდ ორი მომხმრებლის დისკუსიას ვხედავ? ხოდა მოგვიანებით, მაგრამ მაინც მესამე ხმა მოვედი. ვიღიმი. „თვითნებობაში“ - რას გულისხმობ? და კიდევ ფაილზე, რომ იყოს მითითებული რითი არ მოგწონს? აი კიდევ ფაილი:Vanqi church3.jpg ერმაკოვის სურათი. ცანგალა () 20:38, 1 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
საინტერესოა, მოეწონებოდა თუ არა ერმაკოვს თავისი ფოტოების გამოქვეყნება ვიკიპედიის სტატიაში, მისი სახელის მითითების გარეშე :). თუმცა, ამას ვერ გავიგებთ... მისი სურათები დღეს საზოგადოებრივ საკუთრებაშია და აღარ ვრცელდება საავტორო უფლებები. თუმცა, სტატიაში რომ მიეთითოს ავტორი, არც ეს იქნება ურიგო – ესეც რაღაც ინფორმაციაა, თუ ვინაა ავტორი სურათისა, რომელსაც უყურებ. ნაკლები შანსია, რომ სტატიის მკითხველი ფაილის გვერდზე გადავიდეს. რაც შეეხება გიორგის, მას სრული უფლება აქვს, თავისი ნამუშევარი ვიკიპედიაში (და არა მარტო) გამოაქვეყნოს თავისი პირობებით (ამ შემთხვევაში მისი პირობაა: მიეთითოს ავტორი ფაილის ყოველი გამოყენებისას). ძალიან ნორმალური პირობაა :). რა უფლება გვაქვს, არ დავიცვათ ადამიანის საავტორო უფლება? :). ასე რომ, ამ თემაზე მეტი განხილვა უბრალოდ არ ღირს. აქ რაიმე დამატებითი წესების შედგენასაც ნურავინ მოითხოვს, იმიტომ რომ წესები უკვე ფრიად ნორმალურადაა ჩამოყალიბებული და მას საქართველოს (და არა მარტო) კანონმდებლობა აწესრიგებს. — დავით პასუხი 04:56, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სხვათაშორის, არსებული ლიცენზია (CC-BY-SA 3.0) ითვალისწინებს დამატებითი პირობების არსებობას - სამწუხაროა, რომ თემაში გარკვევის გარეშე საკუთარი სურვილებისამბერ მოქმედებენ მომხმარებლები.--იორგი; 05:54, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ადამიანის უფლებები არ ილახება, როდესაც ფაილზე არსებობზე თარგი და იქ იწერება ყველაფერი. - ეს ყველაფერი უფრო თვითრეკლამას ჰგავს. იხ. სტატიაში შიოდო სქოლიოში მითითება.--ცანგალა () 08:47, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იქნებ ინგლისურ ნაწილში მოივიძიოთ პასუხი ამ საკითხზე? აქვე, შიოდოსთან დაკავშირებით, რატომღაც ავტორს აქ ’’წყაროს ავტორიტეტულობა’’ დავიწყნია. :)--Rastrelli F 11:38, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დათოს - ერმაკოვის სახელი მითითებულია ფაილის თარგში.--ცანგალა () 11:45, 2 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]