შინაარსზე გადასვლა

განხილვა:როსკილეს კათედრალი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კათედრალი რა ქართულია? :)) ტაძარი ხომ? :) — დავით პასუხი 15:10, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ვერ გეტყვი დათო ნამდვილად, ალბათ მართალი ხარ, მაგრამ სხვებსაც დაველოდოთ. --მიხეილ () 15:20, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
საერთოდ არ მიყვარს ხოლმე ჩემს ნათქვამზე ამის თქმა, მაგრამ აქ ნამდვილად 100% ვიცი. ქართულ ტაძრებზე გერმანულ ვიკიპედიაში ვწერთ Kathedrale, ინგლისურში Cathedral, პირიქითაც ამგვარად ვაკეთებთ. გარდა ამისა, Dom გერმანული წარმოშობის ენებშიო პირდაპირ ითარგმნება როგორც ტაძარი ;). — დავით პასუხი 15:29, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია, პასუხი ამომწურავია. გადავიტან მაშინ, ამასაც და სხვა ამგავრ სტატიებსაც, რომლებიც გერმანიის ძეგლებში დავწერე. --მიხეილ () 15:50, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნუ ვიჩქარებთ. ტაძარსა და კათედრალურ ტაძარს შორის ის განსხვავებაა, რომ კათედრალი ეწოდება იმას, სადაც საეპისკოპოსო კათედრაა, ანუ ეპისკოპოსი ზის, მაგრამ არის ტაძრები, რომელშიც ეპისკოპოსი შეიძლება არ იჯდეს, ანუ ის არ არის საკათედრო ტაძარი.--Ouzo განხილვაწვლილი 15:52, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

საკათედრო – ამ აღნიშვნას არასოდეს ვაკეთებთ სათაურში (როგორც მე მახსოვს). Dom ნიშნავს ტაძარს. (ორიგინალურში დომია და არა კათედრალი). — დავით პასუხი 16:06, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
კი ბატონო, სათაურში ტაძარი აჯობებს, მაგრამ ტექსტში შეიძლება იყოს "საკათედრო ტაძარი", ან "კათედრალი", ანუ ქართული ნამდვილად არის.--Ouzo განხილვაწვლილი 16:08, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
Ouzo, ისე პირველად გავიგე, რომ ტაძარი არაა ეპისკოპოსის კათედრა. ანუ, ეკლესია (სალოცავი, საყდარი) და ტაძარი სინონიმებია აბსოლუტური? მე ტაძარი მეგონა რომ ისედაც გულისხმობდა კათედრას... — დავით პასუხი 16:12, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
მაგალითად, ქაშუეთის ტაძარი თბილისში ტაძარია, მაგრამ არა საკათედრო, რადგან მასში არ არის ეპისკოპოსის კათედრა. ტაძარი არის შენობა/არქიტექტურული ნაგებობა, ხოლო ეკლესია გამოხატავს მის დანიშნულებას, ანუ შესაკრებელ ადგილს (ბერძნულიდან). სალოცავი უფრო ფართოა და მასში, თავისთავად ყველა სალოცავი შევა, დიდიც, პატარაც, საეპისკოპოსოც და არასაეპისკოპოსოც. საყდარი, მომცრო ზომის ტაძარია, სადაც დიდი თავყრილობები (ანუ ეკლესიობა) შეუძლებელია.--Ouzo განხილვაწვლილი 16:28, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გასაგებია. გმადლობთ. — დავით პასუხი 16:30, 14 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
Собор - 1. ტაძარი: кафедральный собор - საკათედრო ტაძარი 2. ისტ. კრება земский собор - საერო კრება (რუსულ-ქართული ლექსიკონი ტ. 3, გვ. 267, თბ., 1959);

Dom - ტაძარი (გერმანულ-ქართული ლექსიკონი, გვ. 123, შვეიცარია 1999). ქართულე ენის განმარტებით ლექსიკონში ვერაფერი ვერ ვნახე. როსკილეს ტაძარი - ქსე, ტ. 8 , გვ. 445, თბ., 1984 სურათთან წერია.--ცანგალა () 21:58, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

Ouzo-მ იქნებ მიგვითითოს ლიტერატურა, სად შეიძლება ამ ყველაფრის წაკითხვა.--ცანგალა () 22:02, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
დაველოდოთ ouzo-ს, მე წინააღმდეგი არ ვარ გადატანის, მთავარია სათაურმა საბოლოოდ სწორი ფორმა მიიღოს :) --მიხეილ () 22:05, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
იხ. აგრეთვე საკათედრო ტაძარი, Kathedrale - (საკათედრო) ტაძარი - იგივე გერმანულ-ქართული ლექსიკონი გვ. 267 --ცანგალა () 22:11, 15 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
ინგლისურ ვიკიპედიაში სტატიაში [1] ასეთი განმარტებაა: "A cathedral (French cathédrale from Lat. cathedra, "seat" from the Greek kathedra (καθέδρα), seat, bench, from kata "down" + hedra seat, base, chair) is a Christian church that contains the seat of a bishop" - ქრისტიანული ეკლესია, სადაც არის ეპისკოპოსის საყდარი (კათედრა, საჯდომი). წყაროდ მითითებულია Shorter Oxford English Dictionary. ვიკიპედია: "Так, собором называют кафедральный храм ( т. е. в котором имеется епископская кафедра и где обычно служит епископ), в европейских языках сам соответствующий термин (англ. Cathedral, фр. Cathédrale, нем. Kathedrale) происходит от слова «кафедра»." ვიკიპედია: "Eine Kathedrale, genauer Kathedralkirche (von griechisch καθεδρικός ναός/lateinisch: ecclesia cathedralis), ist das Kirchengebäude eines katholischen, anglikanischen, altkatholischen, evangelischen oder orthodoxen Bischofssitzes." ანუ, კათედრალური ტაძარი, ანუ კათედრა არის ტაძარი, სადაც ეპისკოპოსის კათედრაა, სადაც ჩვეულებრივ, ეპისკოპოსი წირავს.--Ouzo განხილვაწვლილი 07:07, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
რუსულ სტატიაში (христианство) ასევე განმარტებულია კათედრა: "Ка́федра (лат. cathedra, греч. καθεδρα — кресло, трон) — в христианстве почётное кресло в храме, предназначенное для епископа. В переносном употреблении — символ епископской власти. В русском языке от слова «кафедра» произошло название центрального собора епархии — «кафедральный»; во многих европейских языках от него произошло само слово «собор» (англ. cathedral, нем. kathedrale, исп. catedral и др.)." ქართული სტატია კათედრა (ქრისტიანობა)არ არსებობს, მაგრამ არის სტატია საკათედრო ტაძარი, სადაც წერია: "საკათედრო ტაძარი — ქრისტიანულ სამყაროში ქვეყნის, რეგიონის ან ქალაქის მთავარი ტაძარი. ფორმალურად, კათედრალურად ითვლება ტაძარი, რომელშიც განთავსებულია საეპისკოპო კათედრა და სადაც ჩვეულებრივ ეპისკოპოსი მსახურობს" (წყარო მითიტებული არ არის). --Ouzo განხილვაწვლილი 07:13, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
აქედან გამომდინარე ამ სტატიას უნდა ერქვას როსკილეს საკათედრო ტაძარი. --ცანგალა () 09:15, 16 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

და რა გადაწყდა? — ჯაბა ლაბა 14:47, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კათედრალი რომ ერქვას არ იქნება სწორი. ან როსკილეს საკათედრო ტაძარი ან პირდაპირ როსკილეს ტაძარი. GIO→13 () 15:03, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
გააჩნია თუ ტაძარი საკათდროა მაშინ შესაძლოა სათაურშიც ჩაიწეროს საკათედრო ტაძარი. GIO→13 () 15:06, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]
სათაურში სიტყვა საკათედრო საჭირო არაა. სათაური უნდა იყოს როსკილეს ტაძარი, ხოლო სტატიაში აღინიშნოს, რომ საკათედროა. — დავით პასუხი 15:25, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგი ბატონო, მაგრამ ვნახოთ მაგალითი: სამების ტაძარი და სამების საკათედრო ტაძარი მაშინ რა ხდება? რარაც ვერ გავიგე? GIO→13 () 15:53, 30 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

და ამ განხილვამ რა მოიტანა? --ჯაბა ლაბაძე 03:30, 9 ივლისი 2012 (UTC)[უპასუხე]

როსკილეს საკათედრო ტაძარი უნდა ერქვას ამ სტატიას. --Wiki - ჯაბა 05:25, 11 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]