განხილვა:რაჭველები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თემა საინტერესოდ მოგვითხრობს რაჭველთა შესახებ! პირადად მეც რაჭველი გახლავართ და მოხარული ვარ რომ ჩემს კუთხეზე უფრო მეტი გავიგე ვიდრე აქამდე ვიცოდი! მადლობთ! Giorgi Koberidze 07:54, 17 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვახუშტის ციტატა[წყაროს რედაქტირება]

უკვე რამდენიმე სტატიაში წავაწყდი ვახუშტი ბაგრატიონის ციტატას ახალ ქართულზე. სრულიად გაუგებარია რა წყაროდანაა ეს ციტატები, ვისი თარგმანია, რამდენად ზუსტია და ა.შ. არ შეიძლება, რომ ორიგინალური ციტატა ჩავსვათ ამ უგემური თარგმანის მაგივრად? მითუმეტეეს, რომ ვახუშტის ენა სრულიად გასაგებია დღევანდელი ქართველი მკითხველისთვის. --Ouzo განხილვაწვლილი 16:22, 8 მაისი 2011 (UTC)[უპასუხე]

ცნობილი რაჭველები[წყაროს რედაქტირება]

ცნობილი რაჭველების სია იქნებ ჩამოწეროთ? --ჯორჯაძე'მ ბრძანა 14:46, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

იცით, მექმნება შთაბეჭდილება, რომ განხილვას ხსნით მხოლოდ განხილვისთვის. ვინაა ვალდებული რომ ჩამოწეროს? თუ სურვილი გაქვთ, კეთილი ინებეთ... --მიხეილ მიწერა 17:46, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
მიშას შენიშვნა სამართლიანია. ისე კი ვფიქრობ, რომ ასეთი ზოგადი სიები არაა საჭირო; გასაგები მიზეზების გამო, ამ სტატიაში ყველა ცნობილ რაჭველს ვერ ჩავწერთ (მაქსიმუმ 20-25), რაც არაობიექტური იქნება. აჯობებს მუნიციპალიტეტებში ან სოფლებში ჩავწეროთ ცნობილი წარმომადგენლები. – BruTe () 18:01, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
ჯორჯაძემ ბრძანა. აი ეს არის საშინელება. ცანგალა () 18:07, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

აქ ბრძანებები არ ჭრის! მეორე, უკვე მიიღეთ შენიშვნა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით და იმედია გაითვალისწინებთ.--ოთოჯი / მომწერე 18:38, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

მომხმარებლის ხელმოწერა პირადი საკითხია და არ ღირს ამაზე საუბარი. – BruTe () 19:30, 9 ოქტომბერი 2012 (UTC)[უპასუხე]